სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს კვლავ გაიჟღერა საქართველოს ჰიმნმა.
ძიუდოისტი მათე გველესიანი (-66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა. ეს უკვე მესამე უმაღლესი ჯილდოა საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის.
მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. ორ-ორი ვაზარით მოუგო პოლონელ და სლოვაკ მეტოქეებს, თითო ვაზარით დაამარცხა ჩეხი და აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეებიც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ხორვატი ლუკა კატიჩი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გავიდა, მათე გველესიანს წმინდა გამარჯვება ჩაეთვალა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზეც ავიდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი