24-26 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.
აქვე გეტყვით, რომ ლაშა გუჯეჯიანმა აქცენტი ახალგაზრდა ძიუდოისტებზე გააკეთა.
შემადგენლობა:
- 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე
- 73 კგ - კოტე კაპანაძე, გიორგი ახალაური
- 90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი
- 100 კგ - მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ - საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე
მოგეხსენებათ, აბუ დაბის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში, კერძოდ მონპელიეში 3-5 ნოემბერს გაიმართება, მთავარი მწვრთნელი
იქ წარსდგება უძლიერესი შემადგენლობით.