3-5 ნოემბერს, მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.
შემადგენლობა:
- 60 კგ - გიორგი სარდალიშვილი
- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
- 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი
- 90 კგ - ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
- 100 კგ - ილია სულამანიძე
+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
შეგახსენებთ, გასულ წელს ევროპირველობა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მოპოვება მოახერხა, ოქროები გრიგალაშვილმა და მაისურაძემ დაისაკუთრეს, ბრინჯაოს
კი თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დასჯერდნენ.