აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
24-26 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია.

აქვე გეტყვით, რომ ლაშა გუჯეჯიანმა აქცენტი ახალგაზრდა ძიუდოისტებზე გააკეთა.

შემადგენლობა:

- 60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი

- 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ალეკო კასრაძე

- 73 კგ - კოტე კაპანაძე, გიორგი ახალაური

- 90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი

- 100 კგ - მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ - საბა ინანეიშვილი, უჩა ტაბატაძე

მოგეხსენებათ, აბუ დაბის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში, კერძოდ მონპელიეში 3-5 ნოემბერს გაიმართება, მთავარი მწვრთნელი
იქ წარსდგება უძლიერესი შემადგენლობით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარგველაშვილი აბუ-დაბის ტურნირზე შეცდომით ჩაწერეთ თუ რა გაჭირვება გაქვთ ასეთი? კაცს ჯერ აბუ-დაბი აჭიდაოთ და უცებ ევროპაზე გააქანოთ? ამ მისვლა-მოსვლაში ხომ დრო გადის და იმის ნაცვლად, რომ კაცი ტატამზე ოფლს ღვრიდეს და ევროპისთვის ემზადებოდეს, აეროპორტის ფოიეებში გინდათ ასეირნოთ?
ჟორა გაბრიჭიძე
12:38 30-09-2023
2

სიახლეები პოპულარული