მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა
თუშიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა, ფინალში კი დამატებით დროში მარტი პუუმალაინენთან (ფინეთი) მარცხი განიცადა. არადა, ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ ძირითადი დროის დასასრულს ანგარიში გაუთანაბრა და საბოლოოდ სძლია.
ამრიგად, ტურნირზე ფინალში ოთხი ქართველი დამარცხდა - თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.
ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!
Გაყიდეს კი არა ვინც ტატოს ფინალში მთელი ჭიდაობის დროს უყვიროდა ხელი დაუჭირე,ხელი დაუჭირეო იმას უნდა მოაჭრა ხელი.რა ხელი დაუჭირე ბრდღვნად არ ეყოფოდა რევაზიშვილი თავიდანვე რო შეეტია ტატოს.ბოლოს 14 წამი რო დარჩა და ისევ რო უყვიროდა ხელი დაუჭირეო და მაშინ კი ვთქვი რო რევაზიშვილი ღირსი იყო მოგების.ტატოც გაბრაზდა,ეცა დრო არ ეყო თორე შუაზე გაგლეჯავდა რევაზიშვილს.
Ხოდა კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა და კოკა კიდე ყოველთვის ვერ მოგიტანს წყალს...ძაან ცუდი სიტუაცია ნაკრებში,ვიტყოდი რა მხრივ,მაგრამ დაიბლოკება კომენტარი.ნაწილობრივ ვთქვი კიდეც
ბიჭებო, გამოფხიზლდით!!!