ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე ოთხი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ერთადერთი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. გამოცდილმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იტალიელ მატეო პირასს სძლია.

რაც შეეხება ტურნირზე გამომსვლელ სამ ქართველს, ვაჟა ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რიგით მეორე მედალი მოიპოვა.


მკითხველის კომენტარები / 4 /
აბსოლიტურად ვეთანხმები სოსოს. სამწვრთნელო შტაბს ბევრი სამუშაო აქვს, რომ სტრატეგიული და ტაქტიკური დაგეგმვა გაუმჯობესდეს, მეტოქის სისუსტეები და კონიუქტურული სიტუაციები გამოვიყენოთ. მართალია, აწონვებზე უკვე აღარ ვაგვიანებთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ვაჟასაც და შავისაც, ტაქტიკურად სწორად რომ ემუშავათ, ისე როგორც სარდალიშვილის შემთხვევაში, უფრო მეტი წარმატება გვექნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ კუთხით ბევრი რეზერვი გვაქვს და მათი უკეთ გამოყენებაა საჭირო. წარმატებები ჩვენს ბიჭებს და მთლიანად ნაკრებს!
თენგაბი
21 მაისი 2024 08:26
0
ძალიან გულდასაწყვეტი იყო მარგველას იაპონელთან დამარცხება.წინა წრეში,მარგველას მეტოქე არ გამოუცხადდა,იაპონელმა კი,მონღოლთან,10 წუთზე მეტი იჭიდავა და უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში,მხოლოდ გაფრთხილებებით გაიმარჯვა.რამდენიმე წუთში კი,უკვე მარგველასთან გამოვიდა.ეტყობა ვაჟასაც არაქათგაცლილ მეტოქესთან ყველაფრის თავიდანვე მომთავრება სურდა და პირველ მისვლაზე,მართლაც კინაღამ ვაზარზე დაიყოლა,მეტოქე.მეორე მისვლაზე,სამწუხაროდ იაპონელმა დაასწრო,ილეთის დაწყება და სუფთაზე დასცა.რა თქმა უნდა ვულოცავ ბრინჯაოს მედალს.უბრალოდ მეტიც შეეძლო და ეს არის,გულდასაწყვეტი.ლაშას კი,უკვე მეორედ მოუვიდა ასეთი მარცხი და ძალიან მოულოდნელიც იყო,ასეთი მარტივი შეცდომის გამეორება.არა უშავს.ახლა ოლიმპიადისთვის მოემზადება და ემოცია შენახულს,იქნებ იქ უფრო გაუადვილდეს გამოსვლა.
სოსო
20 მაისი 2024 20:37
1
შავდათუაშვილი მერამდენედ უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ორუჯოვის არ იყოს, რა გარბენინებს ტატამზე ბოლო წამებს, მიდი, გამოიჩინე თუნდაც ფსევდოაქტივობა.... ბოლო წამზე რომ მესამე შიდოს აიკიდებ, გამოცდილი მოჭიდავე გქვია ახლა?
!!!!!
20 მაისი 2024 20:04
1
ნამდვილი პროფესიონალია ვაჟა და გულითადი მილოცვა მას. ამ წონის აზიელები განსაკუთრებით ძლიერები არიან და დასაფასებელია რომ ამ კონკურენციაში ვაჟამ არაერთხელ გამოიჩინა თავი და ასახელა საქართველო. წარმატებები ოლიმპიადაზე!
ალექს
20 მაისი 2024 18:45
0

სიახლეები პოპულარული