გრიგალაშვილი ოქროსთვის, გოჩილაიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე

AutoSharing Option
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 3 ძიუდოისტი წარდგა. მათგან -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ფინალში იასპარეზებს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვს შეხვდება.

ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის სომონ მახმადბეკოვს დაუპირისპირდება, ახალგაზრდა ძიუდოისტი ნახევარფინალში ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა. 

-63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 16 /
Ამ ჭინკების და პეტუხების შაბაშებს რომ აჩვენებთ მთელი დღეები პირდაპირ ეთერში პირველო არხი,მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟებზე ფულის გადახდა დაგენანათ, თუ თქვენც ქათმები გმართავენ?!
Დათო
21 მაისი 2024 19:30
1
არის,ჩემპიონია!ორჯერ დასჭირდა ექიმის დახმარება,მაგრამ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.გილოცავთ!უკვე ორი ჩემპიონი გვყავს!მართალია გოჩილაიძემ მესამე ადგილისათვის წააგო,მაგრამ მანაც ძალიან კარგად იჭიდავა და დაამტკიცა,რომ მსოფლიოს ელიტას უახლოვდება.თუ მარგველას ბრინჯაოსაც წავუმატებთ,ეს ჩემპიონატი უკვე წარმატებულია და ჯერ ხომ კიდევ გვაქვს საჭიდაო.
სოსო
21 მაისი 2024 19:25
0
მოიგო ტატომ ოქრო!
გილოცავთ ყველას!
ქობულეთიდან
21 მაისი 2024 19:17
0
საზოგადოებრივი არხი რითია დაკავებული ნეტავ, უკეთესს რას აჩვენებენ? საზოგადოების ფულებს კი ჭამენ.
ამირან
21 მაისი 2024 18:37
1
როგორ ვუყუროთ ვერ გვეტყვით?
ბეჟან
21 მაისი 2024 18:23
1
სად უყურებთ ხალხო. . .სად ჯანდაბაში გადის
ნაპოლეონი
21 მაისი 2024 18:21
1
ჯUDO ტV.ჯუდო ტვ.ლათინური ასოებით.გუგლის,ან იმეილის პაროლით დარეგისტრირდებით და მერე უკვე მუდამ შეგეძლებათ გახსნა.მხოლოდ ძიუდოს ტურნირებს გადმოსცემენ.
სოსო
21 მაისი 2024 20:36
0
გამარჯობა, იქნებ LIVE ლინკი დადოთ ვინმემ თუ იცით
მათე
21 მაისი 2024 18:20
1
ჩენი გრიგალა ქარიშხალს დაატრიალებს ტატამზე. ტატო ძალიამ მაგარი ბიჭია და ინედია გაიმარჯვებს.
G.LA
21 მაისი 2024 18:09
0
სილქ სპორტზე გადისო,რეპორტაჟები.მე არ მაქვს ეგ არხები და ჯუდო ტვზე ვუყურებ.ჭედავს ძალიან,მაგრამ წვალებით ვუყურებ,თანაც ინგლისურადაა და არ მესმის.ტატო კარგ ფორმაშია და პრინციპში, ფინალში გასვლა არ გასჭირვებია.გოჩილაიძის ჭიდაობას,ერთის გარდა,ყველას ვუყურე.ძალიან კარგად იჭიდავა და წაგებულ შეხვედრაშიც,ორჯერ ბეწვზე გადაურჩა მეტოქე.არა და ცერები რომ ეხმარა,არბუზოვი ვერ გაექცეოდა.ქართველებს ცერულები,ყოველთვის ეხერხებოდათ და არც მისთვის უნდა იყოს უცხო ხილი.ჩემი სასწავლი,ან მას,ან მის მწვრთნელებს რა სჭირთ,მაგრამ ამის გარეშე,არბუზოვი გადაბრუნებას ასწრებდა,ჰაერში.ცოდვა იყო მაგ ბრძოლის წაგება.უკვე ფინალური ბლოკი იწყება და იმედია ტატოც და დიმაც გაგვახარებენ.წავედი.
სოსო
21 მაისი 2024 18:07
0
გოჩილაიძე ტაჯიკის მომგები არ არის (ნეტა ვცდებოდე)!
მწვრთნელი
21 მაისი 2024 16:25
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული