ესეც ტატოს ოქრო - გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა),
ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
დახოცვა სუყველას!!! ვისაც ქართველი არ ევასება
Mgeli
21 მაისი 2024 20:32
2
გილოცავთ! ბრავო ბიჭებს! უდიდესი წარმატებები ოლიმპიადაზეც!
ვახო...
21 მაისი 2024 20:09
0
შენ გენაცვალე ოქროს ბიჭო. ღმერთმა ინებოს ოლიმპიადის ოქრო მოგველოცოს პარიზში. ვულოცავ ტატოს და სრულიად საქართველოს!
გულშემატკივარი
21 მაისი 2024 19:59
0
ტატოს ყველა მონაცემი აქვს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი გახდეს!!! კარიერას რიმ დაამთავრებს რინერის, იამასიტას და მსგავსი ლეგენდების გვერდით დადგება!!!
Pepelu
21 მაისი 2024 19:51
1
ალბათ საქარველოს დროშას ვერ დაბეჭდავთ , მაგრამ ...
21 მაისი 2024 19:42
1
იმრავლე, იხარე, იდღეგრძელე!!!
გაუმარჯოს საქართველოს!!!
daviti
21 მაისი 2024 19:41
0
ჭრიკიშვილის მერე, ვინმე თუ ასეთი დომინანტი იქნებოდა, არ მეგონა. საოცრებაა ტატო. სასწაული, ფენომენი გვყავს საქართველოს ტატოს სახით.
იკა
21 მაისი 2024 19:37
1
გილოცავ ტატო! გილოცავ საქართველო! მესამედ ზედიზედ მსოფლიო ჩემპიონობა ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველადაა! მაგარი ბიჭი გვყავს ტატო! ახლა ოლიმპიადაზეც გაგვახარე და ეგ არის რა!
გულშემატკივარი
21 მაისი 2024 19:36
0
გენაცვალე ქართელო დაგლოცოს უფალმა
გიაჯანო
21 მაისი 2024 19:35
0
გილოცავ ტატო! გოთვერანმა რუსმა წარბი გაგიხეთქა, მაგრამ მაინც დაარჭე ტატამზე!
მწვრთნელი
21 მაისი 2024 19:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული