ესეც ტატოს ოქრო - გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა),
ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა,რომ თავის წონაში შოჰეი ონოა, კონკურენტი აღარ ყავს უბრალოდ. თუ შეძლო ასეთი დონის შენარჩუნება რინერსაც შეადარებენ. ბრავო გრიგალ!
ალექს
21 მაისი 2024 19:32
0
ვულოცავ ტატოს და მთელ საქართველოს. სიტყვის კაცია. თქვა, ამ საოლიმპიადო ციკლში არავის გავახარებო და შეასრულა კიდეც. სრული ბედნიერებისთვის პარიზის ოლიმპიადა გვჭირდება და ისიც მალე იქნება. გიმრავლოს საქართველო ასეთი ვაჟკაცები. დიდება უფალს, რომ ასეთ ვაჟკაცებს გვაძლევს ქართველებს.
ჟორა გაბრიჭიძე
21 მაისი 2024 19:32
1
ოლიმპიადამ არ იცის ფავორიტები ღმერთმა იღბალი არ მოაშოროს ამ უდიდეს სპორცმენს და ოლიმპიური ოქრო შემატოს თავის ქვეყანას
Soso
21 მაისი 2024 19:28
1
გილოცავთ!
ყველაფერი ცივსისხლიანად და ორგანიზებულად გააკეთა! წინ ოლიმპიადაა, რისთვისაც დარწმუნებული ვარ არაერთი სასიკეთო სტრატეგია და სიახლე აქვს შემონახული, მასაც და მწვრთნელასაც!
წარმატებები ნადირო!
Irakli Apkhaidze
21 მაისი 2024 19:24
0
შიგ პუტინში გაუდო საზამთროვს!!!! შენ გენაცვალე, არსენ!!!
ჯადო
21 მაისი 2024 19:21
9
ყველა,ქართველ(!) რუსეთუმეს:
- გილოცავთ ტატოს გამარჯვებას !
- რუსეთის ... აი, ეგრე !
- ყველა რუსეთუმე ქართველისა და ანტილაიქის დამწერისაც !!!
--------------
სულ ეს იყო !
აქაც ?!
22 მაისი 2024 02:29
0
რა,არ მოგეწონა, პუტინის ხსენება, არბუზოვის გვარის "გადმოქართულება", თუ რუსეთის სულ ცოო..ტათი "ისე რა" ხსენება ?! :(
გილოცავ ქართველის განარჯვებას ! :)))
ანტილაიქის "შემოქმედს" შეკითხვა არა ავტორისაგან
21 მაისი 2024 21:31
3
ვერ იზავდა. გაუჭირდებოდა. ჩვეულებრივი მხეცი ხარ, გაიხარე ჯიგარო. მადლობა..............
საბურთალო
21 მაისი 2024 19:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული