გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.
წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვერცხლის (გურამ თუშიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.

https://www.youtube.com/watch?v=VXCZn95o6Yw