გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს
ჩემპიონატზე ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვერცხლის (გურამ თუშიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. 

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფინალს იგებს მწვრთნელი 70% და ფალავანი 30 %
ლადო
24 მაისი 2024 00:32
2
თუშმა მაგრად იჭიდავა. მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა ვაზარი და იქვე გაუთანაბრა,მერე კი მეორე ვაზარიც მიაყოლა და დაამთავრა.ფინალში კორეელს ხვდება.დაბალი და განიერი ტიპია,სწრაფიც ჩანს და მგონი ჯანიანიც.მხოლოდ ნახევარფინალში ვუყურე.საბა ინანეიშვილს,კრპალეკთან ჭიდაობა მიჰყავდა და ერთ მომენტში,აშკარა ჩავარდნა გაუტარა მსაჯმა და საბას ტრავმის მომენტშიც,უბრალოდ ხალიჩის ნაპირზე,ცუდი პოზიციიდან გაქცევას ცდილობდა.შედეგად კი,საბამ ტრავმა მიიღო.კრპალეკისათვის ,ის მეორე გაფრთხილება იქნებოდა და იძულებული იქნებოდა უფრო აქტიურად ეჭიდავა, საბას კონტრშეტევაზე შანსები მოემატებოდა და იქნებ ის ტრავმაც არ მიეღო.სომხიშვილი,ვაზარით დაწინაურდა,მაგრამ შემდეგ მეტოქემ დაიჭირა...




სოსო
23 მაისი 2024 16:47
0
იუტუბზე შემთხვევით ვნახე, ფინალური შეხვედრების საიტია:
https://www.youtube.com/watch?v=VXCZn95o6Yw
გია
23 მაისი 2024 18:04
1
მადლობა ლინკისთვის
გიგი
23 მაისი 2024 19:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული