ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) პირველივე წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ეთერ ლიპარტელიანი (52 კგ) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას აგრძელებს. ეთერმა პირველ წრეში დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც უზბეკ შუხურჯონ ამინოვას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 38 /
დიდი ხანია უკვე რაც ვაჟა და ლაშა ილეთის გამკეთებლები აღარ არიან. აქვთ დიდი გამოცდილება, მაგრამ აღარ რისკავენ და თუ არ გარისკე და იჭიდავე, არ შეუტიე და ილეთის შესრულება არ სცადე, რა გამარჯვებაზეა საუბარი? ტაქტიკურად წააგო გუჯეჯიანმა ორივე შეხვედრა. აბა ეგრე მეც გამოვყვები გასახდელიდან, პირჯვარსაც გადავწერ ყველას და თავზეც ვაკოცებ. )) დანარჩენებს კი ხვალიდან მწვრთნელი ისედაც არ ჭირდებათ, უმაგისოდაც მოახერხებენ რამეს. დაიწყება ეხლა გაუთავებელი წასვლა დიდი სპორტიდან და დაბრუნება უკან (ლიპარტელიანი გამახსენდა). გასაგებია რომ ძნელია წასვლა, მაგრამ როცა ხედავ რომ ილეთსაც ვეღარავის უკეთებ, უნდა წახვიდე და ახალგაზრდებს დაუთმო გზა.
ჩვენ თუ ვხვდებით, გუჯეჯიანი რატომ ვერ ხვდება?
13:44 29-07-2024
4
არ ვიცი რაა ამხელა გამოცდილება გაქვს და არ იცი რომ ამ მსაჯს ძალიან არ უყვარს პასიური ჭიდაობა და ეგრევე აძლევს შიდოებს თანაც მასპინძლის წინააღმდეგ "ჭიდაობ"და იმიტაცია მაინც გააკეთე ილეთის თუ ნაღდად გაკეთება არ შეგიძლია @ ან ეს გუჯეჯიანი იქ ბუტაფორიისთვის დეევს ? რაც წავაგეთ ყველა ტაქტიკურად მოგვიგეს @ უკარნახე რა რამე @@@
zura222
13:26 29-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული