"ჩემი ძმაა, ძალიან მიყვარს"- ვრცელდება ლაშა ბექაურის და მისი იაპონელი მეტოქის, სანშირო მურაოს ვიდეო დაჯილდოების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ბექაურმა იაპონელი სანშირო მურაო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოს ერთი მედალი ჰქონდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლაშა! გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას! ისე ჩვენში დარჩეს და მაგრა მომეწონა, იაპონელი ძიუდოისტების ბრძოლის მანერა! კარგი ბიჭები არიან!
მაგრად გავიხარეთ!
11:08 01-08-2024
0
სამაგალითო და კეთილო ადამიანო,გილოცავ!
გეგი
12:12 01-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული