![](https://sportall.ge/pictures/image5/4cd3498e50b43941735c8b0c208b6ff3.jpg)
ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.
ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ
მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო.
ოლიმპიადაზე
საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე ძიუდოისტებმა: აქამდე ოქროს ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლა.
ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.
![დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა alt](/pictures/image50/ce0342c22765029fceea9fe7fb3b60ce.jpg)
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია
არბიტრისთვის არ უნდა მიეცა საბაბი, რადგან მდგომარეობა არ ითხოვდა ასეთ არალოგიკურ მიდგომას, არადა „მთელ ნაწველი საკუთარი უაზრო ჩაწოლით დააქცია ბოლოს„. ნამდვილად თანაგრძნობის ღირსია.