დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

AutoSharing Option
ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში სულამანიძემ აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ
მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო.

ოლიმპიადაზე
საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე ძიუდოისტებმა: აქამდე ოქროს ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლა.

ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.

altგამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

altმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

მკითხველის კომენტარები / 175 /
ილია! დარწმუნებული ვარ უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღე! ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არც ერთ წონას არ ჰყავს როგორც შენ ხარ, ასე ერთი ამოსუნთქვით არავის გაუვლია თითქმის მთელი ოლიმპიადა, რომ არა ის საბედისწერო ბოლო 10 წამი! შენ კოცოევზეც კი ერთო თავით მაღლა იდექი. მას არ მოუგია შენთვის, უბრალოდ შენ ცუდი ტაქტიკა აირჩიე სულ ბოლოს. მჯერა რომ ასეთ შეცდომას აღარასოდეს არ დაუშვებ და ყოველთვის ბოლო წამამდე იბრძოლებ!!! თავი მაღლა ასწიე, გვეამაყები! თამამად შეიძლება თქმა შენ მართლა ყველაზე ძლიერი იყავი!!!
rigiti
23:33 01-08-2024
0
გენო დაღლილი მაინც იყო და ამას რა დაემართა? ამოიღო ჯიბიდან ოქრო და საზეიმოდ გადასცა.
goga
20:31 01-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული