თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან, ტედი რინერთან დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ტედის პროვოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. 

გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.

სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სამი მე­და­ლი აქვს. ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის
ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (100კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე.

ცნო­ბის­თვის, ზა­ფხუ­ლის 33-ე ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სპორ­ტის 10 სა­ხე­ო­ბა­ში (ბა­ტუტ­ზე ხტო­მა, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა, კრი­ვი, მძლე­ოს­ნო­ბა, ტყვი­ის სრო­ლა, ფა­რი­კა­ო­ბა, ცურ­ვა, ძა­ლოს­ნო­ბა, ძი­უ­დო) 28 სპორ­ტსმე­ნი ას­პა­რე­ზობს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თუშა შენ გენაცვალე მაგ გულში!ყელში წაჭერა არც არავის უნდა ეპატიოს! ფეხებზე მკიდია რინერის ტიტულები-როგორც კაცი ყოფილა ნოლი,თან დიდი ნოლი!კარპოვის გარდა არც არავინ მახსენდება დიდი ჩემპიონი და ამ დონის არაკაცი
BOSS
22:51 02-08-2024
1
მოდით ვეცადოთ ვიყოთ ობიექტურები! იპონის მერე მაგ აფრიკელმა ფრანგმა გურამს სახე დაუჭყანა, თუ რაღაც უთხრა (რა უთხრა საერთოდ ვიცით??) არასპორტული საქციელია, მაგრამ გურამის საცქიელიც ძალიან არასწორი და არასპორტულია!!
თავშეკავება, მენტალური სიძლიერე და დისციპლინა სპორტში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალა და კუნთები!!
რა მოიგო ეხლა ეგეთი საქციელით??! ... არა და დიდი შანსია ბრინჯაო მაინც აეღო!
ბრინჯაოს მაგივრად კიდევ შერჩა ეხლა არაფრის მომცემი საქციელი.

ზოგიერთები გულს კი იფხანთ მაგრამ მე ვერ გავამართლებ ესეთ საქციელს...
ბესო
22:41 02-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული