დღეს, 2 მაისს დაღესტანის ქალაქ კასპიისკში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე მედლებისთვის სამმა ქართველმა იბრძოლა.
ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ფინალში რუს არტიომ სურკოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონმა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ ეტიენე კინსინგერს სძლია.
ასევე ბრინჯაოს დაეუფლა ევროპირველობის კიდევ ერთი ქართველი დებიუტანტი იური ლომაძე (72 კგ), რომელმაც მოლდოველი დანიელ კატარაგა დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ამ მაჩვენებლით ჩვენმა ნაკრები 127 ქულა დააგროვა და გუნდურ ჩატლაში მეოერ ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი რუსეთს ერგო, მესამეზე კი აზერბაიჯანი გავიდა.
▶ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რობერტ კობლიაშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
22:34 02-05-2018
ევროპის ჩემპიონატი: ბოლქვაძის ვერცხლის, ჩხარტიშვილისა და ლომიძის ბრინჯაოს მედლები [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გენაცვალე ჯიგარში მინდა ჭიდაობის ფედერაციის და ყველას გასაგონად ვთქვა ნახეთ ოზურგეთში რა პირობებში ვარჯიშობენ ეს ბიჭები ისეთი სუნია დარბაზში კაცი ვერ გაჩერდება ელემენტარული პირობები შეუქმენით ამ პატარა ბიჭებს სირცხვილია.
1
0
ასეთი ილეთების კასკადი და სილამაზე,საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ მინახავს,მაშინაც თითო ოროლა ჭიდაობდა ასე.ამას ლომაძის ჭიდაობაზე ვამბობ.მთლიანობაში კი ნაკრები კარგად გამოვიდა.ვულოცავ ყველა ჩემპიონ-პრიზიორს.
6
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული