23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
12-18 ნოემბერს ბუქარესტი 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. პირველი სამი დღე ხალიჩები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და საპრიზო სამეულები 10 წონით კატეგორიაში შეივსება.

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი შეკრება დუშეთში გაიარა. ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს კონკურენციაში ათივე წონით კატეგორიაში ჩაებმებიან.

საქართველოს ნაკრები:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ - დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67 კგ - ოთარი აბულაძე (აჭარა)
72 კგ - რამაზ ზოიძე (აჭარა)
77 კგ - ბაკურ გოგოლი (თბილისი)
82 კგ - გელა ბოლქვაძე
(აჭარა)
87 კგ - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)
97 კგ - გიორგი მელია (სამტრედია)
130 კგ - ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

განრიგი

12 ნოემბერი
55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიები - წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები
13 ნოემბერი
60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები - წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები
55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიები - ფინალები
14 ნოემბერი
60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები - ფინალები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული