"ბიჭები 5 წელია სპორტსკოლაში ცხოვრობენ, საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ" - ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონი ძმების დედასთან

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების წევრმა ავთანდილ კენჭაძემ რუმინელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ერთი დღით ადრე კი, ამავე სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის 79 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ავთანდილ კენჭაძის ძმა - ნიკოლოზ კენჭაძე, რომელმაც რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი დაჯაბნა.

ერთ ჩემპიონატზე ორი ძმის გამარჯვებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა. უფრო მეტიც, ბევრმა მათი ჩემპიონობა მსოფლიო სენსაციად მონათლა.

თუ რა გზა გაიარეს რაჭველმა ფალავნებმა სოფელ პირველი ტოლიდან, ამის შესახებ ჩემპიონი ძმების დედა ელზა
გაბიანი გვესაუბრება:

- რა ასაკიდან დაიწყეს ბიჭებმა ჭიდაობაზე სიარული? ორივეს ერთდროულად გაუჩნდა ჭიდაობის მიმართ ინტერესი?
- ავთანდილი წლითა და ერთი თვით არის უფროსი ნიკოლოზზე. 12 წლის იყო, ჭიდაობაზე რომ შევიყვანეთ ძმასთან ერთად. ორივეს უნდოდა ჭიდაობაზე სიარული და ჩემი მეუღლის გადაწყვეტილებით, სოფელ ჭრებალოს საშუალო სკოლაში დაიწყეს ბიჭებმა ვარჯიში. მათი პირველი მწვრთნელი თამაზ მურუსიძე იყო. მინდა აღვნიშნო, რომ პატარა ასაკიდანვე გახდნენ წარმატებულები.

- როგორც აღნიშნავენ, დედებს უჭირთ, შვილების შეჯიბრს უყურონ... ადევნებთ ბიჭების ასპარეზობას თვალს?
- ვერ ვახერხებ იმ ქვეყნებში წასვლას, სადაც ჩემი შვილები საჭიდაოდ გამოდიან. ისე არ მაქვს საქმე აწყობილი, რომ მათ შეჯიბრს დავესწრო. ამიტომ ეკრანიდან ვუყურებ და ძალიან ემოციური ვხდები.

- ფაქტობრივად, მამამ დააყენა შვილები წარმატების გზაზე, როცა ისინი ჭიდაობაზე შეიყვანა. რა რეაქცია აქვს მათი გამარჯვების შემდეგ?
- სიტყვით არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობთ მშობლები, როცა შვილების წარმატების შესახებ ვიგებთ. მამა განსაკუთრებულად ღელავს და განიცდის, როცა ბიჭები ასპარეზობენ. ეს არის სპორტის ის სახეობა, სადაც ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო წარმატების მისაღწევად, ბევრი უნდა იშრომო. თუ შვილს არ გაუკაფავ გზას, არ დაეხმარები, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. ძალიან რთული გზა გვაქვს გავლილი მთელ ოჯახს, იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს მიეღწიათ წარმატებისთვის. როგორღაც საკუთარი ფინანსებით ვახერხებდით, რომ შეჯიბრებებში გამოსულიყვნენ.

- ორივე ვაჟი რომ სპორტის ამ სახეობას გაჰყვა, როგორც დედას, რა რეაქცია გქონდათ?
- იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ ჩემს შვილებს ჭიდაობის, ვერ გავაპროტესდებდი მათ გადაწყვეტილებას. იციან თავიანთი საქმე, ძალიან იტვირთავენ თავს. შეიძლება მოვიდნენ, ერთი საათით გვნახონ და გაიქცნენ სავარჯიშოდ, რადგან ეს მათი პროფესიისთვის არის საჭირო. ჭრებალოში პატარა ბიზნესი გვაქვს და ამიტომ აქეთ ვართ. ისე, პირველი ტოლაც ჩვენი სოფელია, იქაც გვაქვს სახლი. თავად ბიჭები თბილისში, გლდანის ბაზაზე, 5 წელია სპორტსკოლაში ცხოვრობენ. საკუთარი სახლი ჯერ არ აქვთ.

- ძმები უზიარებენ, ალბათ, ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს...
- რა თქმა უნდა, ეკრანიდანაც კი ჩანს, როგორ გულშემატკივრობენ და აძლევენ ერთმანეთს მითითებებს. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ძმამ ძმას, ნიკოლოზმა ავთანდილს დაუთმო ასპარეზობა, რადგან ის უფროსი იყო.

იხილეთ სრულად Mshoblebi.ge-ზე

ავტორი: რუსკა კილასონია
მკითხველის კომენტარები / 8 /
დიდი მადლობა ქალბატონო ასეთი კარგი და წარმატებული შვილების გაზრდისთვის!!!!
nikola
22 ნოემბერი 2018 11:30
0
კიდევ უამრავი სიხარული თქვენ და თქვენს მეუღლეს ქალბატონო!.თქვენი შვილების ევროპის, მსოფლიოს და ოლიპმიური ჩემპიონობით გეხაროთ და გეზეიმოთ!... ნამდვილად საამაყო შვილები გყავთ..დიდი მადლობა რომ ასეთი შვილების მშობლები ბრძანდებით თქვენ და თქვენი მეუღლე!..
თეიმურაზ ნეფარიძე
21 ნოემბერი 2018 18:02
1
madloba qalbatono elza eseti shvilebis gazrdistvis, bichebs kidev warmatebebi didi
ave
21 ნოემბერი 2018 16:43
1
Sircxvili ar aris msoflio chempionebs or dzmas saxelovan bichebs erti bina rom ar aqvt ufro meti dafasebas imsaxureben genacvalet bichebo sul gamarjvebebi da yoveltvis gesaxelot tqveni qveyana ♡♡♡
Emigranti
21 ნოემბერი 2018 16:01
3
ვულოცავ ბიჭებს, მათ მშობლებს და სრულიად საქართველოს ამ წარმატებას. მჯერა რომ წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება ამ ბიჭებისგან!!! მადლობა მშობლებს
ოპტიმისტი
21 ნოემბერი 2018 13:52
0
ორი მსოფლი ჩემპიონის გაზრდა სახუმარო საქმე არ არის, გილოცავთ და ულოცოვ სრულიად საქართველოს
ლაშა
21 ნოემბერი 2018 13:51
1
მაგარი ბიჭები არიან
!
21 ნოემბერი 2018 13:40
1
ამ ბიჭენზე ბევრი უნდა იწერებოდეს. სწორეთ ეს ბიჭები იცავენ ჩვენი ქვეყნის სახელს და ღირსენას! წარმატებები და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!
lelo
21 ნოემბერი 2018 12:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული