ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში
სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ipn.ge

altმოწმე - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ...


მკითხველის კომენტარები / 9 /
ბანდიტია ჩვეულებრივი ეგ გეგეშიძე , მოძალადე
მეგი
23 იანვარი 2019 20:07
0
მე ერთი რამ არ მესმის,ბევრი იძახის რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი მედალი იყოო...მერე რა ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ შენ ხელშეუხებელი ხარ.რაც ვიხილე ეკრანზე ფედერაციის პრეზიდენტს არ შეეფერება.მინიმუმ ფედერაციის პრეზიდენტობიდან უნდა წავიდეს.
კახა ქირია
23 იანვარი 2019 15:41
0
თუ ასეთი პატივცემული კაცია გეგა გეგეშიძე ის მაინც უნდა გახსენებოდა,რომ სამართალდამცავია და მუშტით და ''ოჯახური გარჩევით'' კი არ გვარდება კონფლიქტები არამედ -სასამართლოს გზით. ასე რომ ვეტერანებს და მოქმედ ათლეტებს ურჩევნიათ გულშემატკივარი არ დაკარგონ.მხოლოდ მედალი და მიღწევა არაა საქმე. მორალი და კანონია მათ მიღწევაზე მნიშვნელოვანი!
ანი
23 იანვარი 2019 15:11
0
ფედერაციის პრეზიდენტი რო ხარ კაცი, ცოტა დასტოინად უნდა იქცეოდე და ასე კამერების წინ ჯაჭვებს არ უნდა იქნევდე, მაგდენი შეგნება უნდა გქონდეს სად როგორ და როდის მოიქცე, რაც დაიმსახურე ის მიიღე! არ გეკუთვნის პრეზიდენტობა შენ და გარეთ ბიჭებსაც ნუ აწვალებ ტყულად.
Kartveli
23 იანვარი 2019 02:46
2
გეგას საქციელი რომ ვნახე ეთერში, ციტატა გამახსენდა ფილმიდან "ქვევრი"-"უტვინო ყოფილა, სად მიძვრებოდა რომ მიძვრებოდა". აქვე იმასაც დავამატებდი, მისი პრეზიდენტობის დროს მედლების ცვენა იყო. რა იქნება მომავალში? ვნახოთ.
ნამანევი
22 იანვარი 2019 23:23
35
ხო როგორ არა მედლების ცვენა იყო. განსაკუთრებით ახალგაზრდებში კლასიკებში, მანუჩარის დროს ზაზა სილაგაძეს მსოფლიოდან ოთხ ოთხი ოქრო ჩამოქონდა, ამ ჭკვიანმა ზაზა გაუშვა და მესამე წელია 1 მედლის მეტი არ ჩამოუტანიათ
ხახა
23 იანვარი 2019 00:03
0
დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა იყოს საქართველოში ვინც დააშავა უნდა დაისაჯოს ვინც არ უნდა იყოს ის. ხალხის ხმას დიდი ძალა აქვს და ეს გამოჩნდა დღეს
დდდ
22 იანვარი 2019 22:56
0
ძალიან კარგი. ყველას ერთად რო არ გვეხმაურა ამდენი, სახელმწიფოზე წნეხიც არ იქნებოდა და ეს გეგა გეგეშიძე ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას და "მოღვაწეობას"
Niko
22 იანვარი 2019 22:52
2
ამან არ მოისვენა ამას ეგონა ეს ფედერაცია ბაბუამისის დატოვებული ალბატ.პირველი დგიდა მოხულიგანო იმიჯიტ გველაპარაკებოდა და ტხარაო დაემარტა.მივესალმები და იმედიმაქ სპორტს სამუდამოდ ჰამოასჰორებენ,
goga
22 იანვარი 2019 22:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული