მოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღმის პოლიციის სამმართველოსთან მოჭიდავეები იკრიბებიან.

როგორც ცნობილია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები არიან ჩამოსულები დუშეთის შეკრებიდან, ასევე მათ უერთდებათ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და დიღომში პოლიციის სამმართველოსთან იკრიბებიან რათა გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტონ.

როგორც იცით ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით
მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში
სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

მკითხველის კომენტარები / 20 /
გსუყვნენ ძიუდოს დაღმართს ესენიც
რეზო
23 იანვარი 2019 00:37
1
ტიპი თვალში ნაცარს აყრის ხალხს "ხელში ატრაფერი არ მეჭირა და არც არავისთვის არ დამირტყამსო" ამას იცავენ? ხომ არიან ღირსი გამოუშვა და ხვალ კი იმავე "დამცველებს"დაერიოს
gega
23 იანვარი 2019 09:12
0
ესენი იმიტომ დგანან რომ მერე თვითონაც არ მოხვდეთ ჯაჭვი გეგასგან.
ZZZ
23 იანვარი 2019 08:58
1
ძიუდოს ფედერაციის ხალხმა რომ ცეცხლსასროლი იარაღი იხმარეს და კაცი დასჭრეს,ის საქმე ჩაიფარცხა,ამან, იმაზე უარესი რა გააკეთა?ალბათ ამას აპროტესტებენ ბიჭები,თორემ კადრებში პირდაპირ ჩანს,რასაც აკეთებს და ალბათ ვერც თვითონ უარყოფენ,რომ ასეთი ქმედება,დასჯადია.
სოსო
23 იანვარი 2019 10:07
0
რანაირად ჩაიფარცხა როცა დაჭერილია ლომერ ჟორჟოლიანი
fraternity
23 იანვარი 2019 12:02
0
აბსოლუტურად გეთანხმები... ზუსტადაც რო ჩაფ.....ცხეს ის საქმე იმიტომაც მივიღეთ ეს ახალი შემთხვევა. ისეთი გრძნობა მაქვს რომ სახელმწიფოში კი არა ერთუჯრედიან კრიმინალების ქვეყანაში სადაც ძალადობა არა თუ წახალისებულია არამედ ცხოვრების წესი და ყველა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაააა.... გულის ამრევიააა ეს ყველაფერი
irakli
23 იანვარი 2019 13:04
0
აი ესენი არიან ზუსტად "ორმოზდარვა" ტიპები!
ბათუმი
23 იანვარი 2019 09:13
3
შადიმ... ოჰ არა, უკაცრავად, ვითომ მოჭიდავეებო, გაითვააალეეეთ :)
simartle
23 იანვარი 2019 01:03
0
მართლა, გააკეთონ ეგრე ქართულ ჭიდაობაში ამის ნახევარი მაინც
ჭაღარა
23 იანვარი 2019 00:02
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული