ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში
სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ipn.ge

altმოწმე - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ...


მკითხველის კომენტარები / 9 /
ბანდიტია ჩვეულებრივი ეგ გეგეშიძე , მოძალადე
მეგი
20:07 23-01-2019
0
მე ერთი რამ არ მესმის,ბევრი იძახის რომ მისი პრეზიდენტობის დროს ბევრი მედალი იყოო...მერე რა ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ შენ ხელშეუხებელი ხარ.რაც ვიხილე ეკრანზე ფედერაციის პრეზიდენტს არ შეეფერება.მინიმუმ ფედერაციის პრეზიდენტობიდან უნდა წავიდეს.
კახა ქირია
15:41 23-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული