მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში  შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.

ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.

შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
დაიჭერ ვაი არ დაიჭერ უი, ჭრელო პეპელას სიმღერაა რა, რა ქნას ახლა მართლმსაჯულებამ?? აბა ნაცებო და უსაქმურო არასამთავრობოებო, დამწკრივდით და პასუხი ჩქარა.
დათო
24 იანვარი 2019 09:17
2
ჰოდა, არ უნდა მიიყვანო საქმე იქამდე რომ კაცი თქვენთან ერთად ლაპარაკში აზრს ვეღარ ხედავდეს. თუ ერთი ოჯახი ხართ ოჯახში იჩხუბეთ 'შიგნით' და არა საჯაროდ, პირდაპირ ეთერში. საჯაროდ რაც ხდება იმას წესით, უკვე კანონი არეგულირებს, ასე რომ ყველაფერი სწორად მიდის ჯერ -ჯერობით. მეც გახარებული ვარ ხოლმე თქვენთან ერთად როცა საქართველოს ავტორიტეტს ამაღლებთ მსოფლიოში მაგრამ მხარს ვერ დავუჭერ როცა კანონზე მაღლა დადგომის მაგალითს იძლევით და ამით ამართლებთ კიდეც ამას, რაც პირდაპირ მავნე საქციელია.
გიორგი
24 იანვარი 2019 12:56
0
შეწყვიტეს და შეწყვიტონ!
ალეკო
24 იანვარი 2019 10:02
0
ჯიგრები ხართ.
ჰაჰა
24 იანვარი 2019 11:07
14
მიდით ბიჭებო ერთად დადექით ბოლომდე და ვერავინ ვერაფერს დაგაკლებთ. ამ კომენტარებს ყურადღებაც არ მიაქციოთ სულ რამოდენიმე მეცოცხე წერს ერთი და იმავე სისულელეებს.
ერთად გაიმარჯვებთ!
24 იანვარი 2019 09:25
31
შეწყვიტეს ვარჯიში და შეგვეშვან. წავიდნენ სახლებში. 300 ლარიანი ხელფასი აქვს დათუნაშვილს და გეგეშიძეს 5000, ეს რამე წესს ექვემდებარება?
gio
24 იანვარი 2019 16:48
0
ერთ მხარეს მთელი გუნდი და მეორე მხარეს მარტო შენ.. ამით ყველაფერია ნათქვამი!
2×2=4
24 იანვარი 2019 09:35
20
ერთ მხარეს თქვენი ე. წ "ოჯახი" და მეორე მხარეს მთელი დანარჩენი ქვეყანა! ამით ყველაფერია ნათქვამი!
2*2=4-ს
24 იანვარი 2019 10:12
1
რატომ მარტო, მთელი ნაცაქტივი მაგის გვერდით არ არის?
ბუუჰეჰე
24 იანვარი 2019 11:29
5
აუჰ,დავღუპეთ,რა გვეშველება....
კახა ქირია
24 იანვარი 2019 14:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული