მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ბიფინგზე ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავება გააპროტესტეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ განაცხადა, რომ სპორტსმენები დუშეთში  შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.

ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველანი არიან პასუხისმგებლები და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯის გადადგმა მართებს.

შეგახსენებთ, გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს.

მკითხველის კომენტარები / 47 /
მეგობრებო, ჩვენ თუ გვქვია სახელმწიფო, მაშინ უნდა შევთანხმდეთ წესებზე. რკინის თავში ჩარტყმა არ ჯდება არც ერთ წესსში, მით უმეტეს თანამდებობის პირისგან, რომელიც ხალხის გადასახადებიდან იღებს ფულს. თუ დავუშვებთ, რომ ზოგიერთს "ვაპატიოთ", მაშინ მივიღებთ ქაოსს. ანუ იარსებებს კასტა, რომელსაც აქვს უფლება სხვებს თავში უკაკუნოს. არ შეიძლება ასე. ეხლა გვაქვს არჩვანი, მხარს დავუჭერთ ან კანონს, ან მეგობარს. მთელი ქვეყნისთვის, ჭიდაობის მთელი ოჯახისთვის, ჩვენი მომავლისთვის უმჯობეისია, თუ კანონს და წესრიგს ავირჩევთ. თუ არადა ვიცხოვრებთ ქაოსში, სიბნელეში, რაც არავის არ გვინდა და არ გვაწყობს არავის.
ქუთაისელი
24 იანვარი 2019 10:43
2
ეს რა ვისწავლეთ, ადამიანებო. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მხოლოდ სამართლიანი გამოძიება, თუ რამე გეეჭვებათ, სხვაგან რას ეკვეხებით!
zurab
24 იანვარი 2019 08:42
0
სულ ნუ გასულხართ ლეიბზე, ტალანტებს რა დალევს საქართველოში, არ გინდათ, ნუ გინდათ, ჩვენი ფულით ბლატაობთ არა? ხალხს თუ არ უნდიხართ, ვის დაკარგვიხართ ხალხის გარეშე, ეს კარგად შეუშვით თქვენს ვითომ ბლატნოი თავებში. რას წარმოადგენს გეგეშიძე ხალხს გარეშე? ჰოდა ხალხს პატივი უნდა სცეთ და არა ხალხის წინაშე აკეთოთ ვითომ თქვენი შიდა საქმე, თუ შიდა საქმე იყო, რაღას არჩევდით ამას ათასობით ადამიანის წინაშე, ფეხებზე გკიდიათ ხალხი? ხალხს იცით რა მაგრა კიდიხართ?
24 იანვარი 2019 11:16
3
ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ შე მიშისტო.
გ-ს
24 იანვარი 2019 11:53
10
კლავიატურის ლომო,,ეკრანს უკან კარგად გრცნობ ტავს ხომ,,დაწერე ტუ გაქ ერტი ადგილი ვინ ხარ
g-s vinc gamoexmaura imas
24 იანვარი 2019 14:01
1
ყველა გამოხმაურება
ძალიან უხდება ამ სიტუაციას ალუდა ქეთელაური.მუცალდ მარჯვენა რა რატომ არ მოაჭერიო და გაწირეს ბიჭი.კაცმა სიმართლე ილაპარაკა და გარიყეს „ოჯახიდან“.არაუშავს ზურა გულშემატკივარი შენს გვერდითაა.“ოჯახს“ ვურჩევ გადაიკითხონ ბუმბერაზი კლასიკოსები
სამწუხაროა
24 იანვარი 2019 06:39
0
ვისაც არ უნდა, ნუ ივარჯიშებს და სერთოდ წავიდეს სპორტიდან, სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს!!!

იმ სხვა ქვეყანაში შემოარტყას ჯაჭვი თანაგუნდელს და იძახოს ოჯახია, ოჯახიო და აქეთ რას შემოარტყამენ, მაგასაც ნახავს!!!

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სხვაგან ამას ვერცერთი გაბედავს, აქ არიან მაგრები, ჯგროდ როცა არიან მაშინ.

მოკლედ, ჯიგრებო, ვინც ასეთი კვერცხული ლოგიკის მატარებლები ხართ, შეგიძლიათ წახვიდეთ სადაც გინდათ, ჯანდაბამდე გზა გქონიათ. ეგ თქვენი "ოჯახი" ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების დაფინანსებულია და თქვენი ბღლარძუნის ყურება არ გვინდა, არაააა!!! თქვენი საქმეა ჭიდაობა და არა ზონდერობა!!!
Miriani
24 იანვარი 2019 12:27
0
დამნაშავეთათვის თავზე ხელის გადასმა არ შეიძლება. არ უნდათ ვარჯიში? არ ივარჯიშონ! საქართველოში მათი შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება.
გოგი
24 იანვარი 2019 10:38
1
გეთანხმებით. ესენი თუ არ ივარჯიშებენ და სხვა ქვეყნებში წავლენ საქართველოში ფალავნები არ გამოილევა. ახალ თაობას სტიმული ექნება და გზა გაეხსნება! ფედერაციის ხელმძღვანელია გეგეშიძე, რომის იმპერიაში გლადიატორების სკოლის მფლობელი ხომ არაა ვინც თვალში არ მოუვა გააქანოს და გლიჯოს?!
aburjga
24 იანვარი 2019 11:03
1
სამარცხვინო მოქმედებაა, ვის ჭირდება ამათი ჭიდაობა.
გუგა
24 იანვარი 2019 10:24
1
რა უფლება აქვთ, რომ თავის მოვალეობას არ ასრულებენ, ამ საქმის კეთებაში ვუხდით ჩვენ, ხალხი ფულს და ესენი კიდე არ ვივარჯიშებთო ვითომ ზეწოლას ახდენენ გამოძიებაზე, სახელმწიფოზე, ხალხზე და ზოგადად სიტუაციაზე. ახლა აუცილებლად უნდა ახეხინონ ციხის კედლები იმ თავხედს, ასეთი შემთხვევებისთვის განსაზღვრუი კანონის უმაღლესი რეგულაცია უნდა გამოიყენონ აუცილებლად, რომ სხვებისთვისაც ჭკუის სასწავლებელი იყოს და არავინ გაბედოს ჯუნგლის კანონებით მოქმედება სპორტში. ეს გეგეშიძე იმდენს ბედავს და იმხელა გავლენა აქვს, რომ ამ ცხვრებს ვითომ პროტესტს აცხადებინებს.
ქარ
24 იანვარი 2019 12:15
0
ადამიანობა ტიტულებით არ განისაზღვრება ჯერ ადამიანები უნდა იყოთ და მერე მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები ნუ აშანტაჟებთ სახელმწიფოს, გეშლებათ და სანამ ისევ გაგიხდათ ბოდიში მოსახდელი მანამდე მოეგეთ გონს!!!
912
24 იანვარი 2019 10:10
0
ეგ ის მოჭიდავეები არ არიან, რუსეთის დროშის მაისურები რომ ჩაიცვეს. ჭიდაობას მიხედონ. კანონის დარღვევა არავის არ უნდა შერჩეს. ამ ,,ოჯახური,, გარჩევების დრო წავიდა. გარეთ გაიხედეთ, 21-ე საუკუნეა.
გიორგი
24 იანვარი 2019 10:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული