მინსკი 2019. რევაზ ნადარეიშვილი რუს გოლოვინთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ბელარუსში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ბერძნულ-რომაული სტილით 97 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი სპორტსმენი რევაზ ნადარეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ალექსანდრ გოლოვინთან 1:5 დამარცხდა.

27 წლის მოჭიდავემ ტურნირი არტურ ალესიანიანთან მარცხით დაიწყო, თუმცა სომეხის ფინალში გასვლის გამო, რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიიღო, რომელიც ავსტრიელ დანიელ გასტლის დამარცხებით (2:1), გამოიყენა.

ევროპული თამაშები დღეს დასრულება. საქართველოს ნაკრებს ამ მომენტისთვის 29 მედალი აქვს, მათ შორის 6 - ოქროს, 9 - ვერცხლის და 14 -  ბრინჯაოს.

alt

მინსკი 2019. კარატისტი სახილ ალახვერდოვი ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა

altმინსკი 2019. ქაჯაია ფინალში - ბოლქვაძემ ვერცხლი, ჩხარტიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული