მინსკი 2019. მოკრივე სახილ ალახვერდოვი ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა

AutoSharing Option
ევროპული თამაშების დასკვნით დღეს, 49 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ყველაზე მსუბუქი წონითი კატეგორიის ფინალში ალახვერდოვი სომეხ არტურ ჰოვჰანისიანთან 1:4 დამარცხდა.

ჯამში, საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, მანამდე ბრინჯაოს ოთარ ერანოსიანი (60კგ) დაეუფლა.

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ჯამში 29 მედალს მოუყარა თავი, მედლების მოპოვების შანსი ევროპული თამაშების ბოლო დღეს კიდევ 4 ქათველ სპორტსმენს აქვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაასრულე ზღაპარი ? 2 რაუნდი სუპთა ცააგო 3 რაუნდი პრე, მეც ვუყურებდი ამ ორთაბრძოლას.
gia s
16:44 30-06-2019
0
ვუყურე ამ ორთაბრძოლას, საერთოდ არ დამრჩენია შთაბეჭდილება რომ სახილი სუსტი მეტოქე იყო, პირიქით მოწინააღმდეგე სულ თავდაცვაში იდგა და მოგებაც სახილს უნდა დარჩენოდა, მაგრამ მსაჯების მიკერძოებულმა გადაწყვეტილებამ თავისი საქმე გააკეთა.
2

სიახლეები პოპულარული