გიორგი მელია საფრანგეთის გრან პრის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთში ანრი დელანის სახელობის გრან პრიზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

97 წონით კატეგორიაში გამარჯვებული გიორგი მელია გახდა, რომელმაც ფინალამდე ამერიკელ მილერს (8:0), პოლონელ კურნიცზაკის (9:0), ავსტრიელებს გასტლისა (2:1) და რაგინერს (4:1) მოუგო, გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელი მურად ლოკიაევი სუფთად დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლებს სულხან ბუიძე (130 კგ) და გურამ ხეცურიანი (87 კგ) დაეუფლნენ, ბექა მამუკაშვილი (77 კგ) და ნუგზარ წურწუმია (55 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, გუშინ თავისუფალ ჭიდაობაში საფრანგეთის გრან პრიზე საქართველოს
ნაკრებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ქურდული ნაკოლკები რა პონტში აქ? ვინმემ თუ იცით ნაჯდომია ეს როდესმე თუ არა დაწერეთ ერთი კომენტარში რა. ზონაში დახატულს არც ნახატი გავს და არც მელნის ფერი მაგრამ ნაკოლკები თავისი დატვირთვით იმენა ზონურია.
Givi
18 იანვარი 2021 00:21
2
კარგი ბიჭები ხართ, მაგრამ ეს წვერი რა უბედურებაა!
zviads
17 იანვარი 2021 22:32
1
ეს მელიები ყველანი მელოტები არიან?
status quo
18 იანვარი 2021 00:10
1
მაგარი სპორცმენი! მაგარი კაცი! უფალმა სულ გამარჯვების გზით გატარაოს!
საქართველო
17 იანვარი 2021 23:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული