სამართალდამცველებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს

AutoSharing Option
სამართალდამცველებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია და ასევე მოჭიდავე ნიკა ყორშია დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, წურწუმია და ყორშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ორი პირი, რომელთაც პოლიციელზე თავდასხმას სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლით ედავებიან.

ნუგზარ წურწუმიასა და ნიკა ყორშიას 3-3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, დანარჩენი ორი პირის მიმართ კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხობში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან
მოხდა, სადაც დაკავებული პირები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.

წყარო: IPN.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
უაზრო პოლიციელების ბრალია 100 პროცენტით ვიცი. არიან ეგეთი კატეგორიის ბეყე ხალხი იარაღი და ძალაუფლება რომ აგიჟებს და თავი კაცი გონიათ. გამოგიყვანენ მდგომარეობიდან, დამოგტყუებენ რამეს და მერე გიჭერენ.
გურჯი
23:16 26-07-2021
24
ეხ ეგ რომ ხულიგანი არ იყოს ეხლა იაპონიაში, კერძოთ ტოკიოში უნდა იყოს.
Joko
08:28 27-07-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული