ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 1-ელ აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა (130 კგ) იაკობ ქაჯაიამ ფინალის საგზური მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი დღეს, 2 აგვისტოს დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქეს ჩოქბჯენში სრული უპირატესობით აჯობა.


მეოთხედფინალში ქაჯაიამ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი სერგეი სემიონოვი დაამარცხა. მეტოქემ ჩოქბჯენიდან უპირატესობა ვერ მოიპოვა, ქართველმა სპორტსმენმა კი ეს კომპონენტი კარგად  გამოიყენა - 3:1.



იაკობმა ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე
იასმან აკოსტა ფერნანდესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრა 1:1 დამთავრდა, ქაჯაიამ კი ქულა უფრო გვიან მოიპოვა და ამით გაიმარჯვა.



ფინალში ქაჯაიას მეტოქე 38 წლის ლეგენდარული კუბელი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხაინ ლოპეს ნუნიესი იყო. შეხვედრა თავდაპირველად თანაბარი იყო, თუმცა კუბელმა ჩოქბჯენი გამოიყენა და 3:0 დაწინაურდა. დროთა განმავლობაში იაკობის მეტოქის უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 5:0 და ქაჯაიამ ვერცხლის მედალი, ნუნიესმა კი მეოთხე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, რაც უნიკალური მიღწევაა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. ამ ეტაპზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია. ქაჯაიას მედლის გარდა, ძიუდოისტებიდან ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90) გახდა; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში დამარცხდნენ; ბრინჯაოს მედალი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 

altიაკობ ქაჯაია: მინდა, საქართველო და ჩემი წყალტუბო ვასახელო

altმელია დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს









მკითხველის კომენტარები / 26 /
ეჭვიც არ მეპარება რომ მოიგებს
წარმატებები ჩვენ ვაჟკაცს
ისიდორე
02 აგვისტო 2021 10:42
15
ეჭვიც არ მეპარება რომ ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ გამარჯვება ძალიან გაუჭირდება. წარმატებები ჩვენს დევგმირს
გრიზლი
02 აგვისტო 2021 11:40
1
სწორება ოქროს მედალზე!
მერაბი
02 აგვისტო 2021 09:19
1
მაგასთან ნებისმიერი წააგებდა. ნამდვილი დევგმირია ის კუბელი.რა თედიაშვილი რის ტედი რინერი.. ეგ მეხუთე ოლიმპიადასაც ზედ მიაყოლებს
წარმატებები იაკობ!
02 აგვისტო 2021 17:27
2
რაც შეძლო, ისიც საოცრებაა, ვერცხლიც გასაკვირია, ვულოცავ..........
სტალინი
02 აგვისტო 2021 18:25
1
ეჭვიც არ მეპარება რომ მოიგებს
წარმატებები ჩვენ ვაჟკაცს
ისიდორე
02 აგვისტო 2021 10:42
11
კარგი ხარ კობა, მარა კუბელთან მგონი უშანსოდ ხარ.
jjj
01 აგვისტო 2021 14:42
58
და კობა ვინაა?
zoro
01 აგვისტო 2021 15:29
7
იაკობი იგივე კობაა.
hhh
01 აგვისტო 2021 19:21
2
იაკობ! გული არ გაიტეხო, შენ გამარჯვებული ხარ!!! ვერცხლის მედალიც არა ნაკლებია ოქროზე!
გია
02 აგვისტო 2021 18:36
4
კუბელს,ნორმალური ძალის პატრონი ვერავინ მოუგებდა.ასე რომ, გულს ნუ გაიტეხ.
ელგუჯა
02 აგვისტო 2021 20:32
0
დიდი მადლობა იაკობს მედლისათვის რომელიც სამშობლოს მოუტანა. წარმატებები და მუდამ წინსვლა. მარა საერთოდ არ უცდია შეტევა, წინასწარ შეგუებულივით გამოვიდა
ანესთეზეოლოგი
02 აგვისტო 2021 17:57
4
Davanatot rom istoriuli shedegi dado kubelma, nebismieri sportsmeni rom iocnebebs
Milani
02 აგვისტო 2021 16:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული