რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) მერვედფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ აბუბაქარ ხასლახანაუსთან დამარცხდა.

იმ შემთხვევაში, თუ ხასლახანაუ ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს, რობერტ კობლიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს შეინარჩუნებს.

ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან,
ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 39 /
როგორი გამტკნარებული სახითაც გამოვიდა,მთელი ბრძოლა ისეთივე სახით ჩაატარა და ხალიჩაც იმავე გამომეტყველებით დატოვა.ყოველგვარი ემოციის გარეშე.მეტოქეს პარტერი მიუსაჯა მსაჯმა და იმაზეც კი უარი თქვა.შეიძლება ითქვას,რომ რობერტმა ჭიდაობაზე უარი თქვა.ხალხი თავს იკლავს ოლიმპიადაზე მოსახვედრად და იქ მოხვედრილი კაცისაგან ასე გამოსვლა,უმიზეზოდ არ იქნებოდა.ტრავმა ჰქონდა?-არ ვიცი.ალბათ გავიგებთ მერე და მერე,მაგრამ ისიც ხომ ფაქტია,რომ მას შემდეგ,რაც გეგეშიძეს, დათუნაიშვილის სახალხოდ ცემა შეარჩინეს,ჩვენ მოჭიდავეებში რაღაცა ჩაკვდა.ჭიდაობა,ინერციით,მილევად რეჟიმში აგრძელებს არსებობას და განვითარების კი არა გაქრობისაკენ მიდის.ნაცემი და დაჩაგრული კაცი,ჩემპიონი ვერ გახდება.ჯერ იყო და ლიცენზიების ნახევარიც ვერ ავიღეთ,ვინც აიღო,მაგანაც არ თუ ვერ იჭიდავა!ბოლოს და ბოლოს,გეგეშიძეა უფრო მნიშვნელოვანი,თუ ჭიდაობა?თუ ისევ დატოვეს,მომდევნო ოლიმპიადაზე,ალბათ წარმომადგენელი აღარ გვეყოლება.
სოსო
21:11 06-08-2024
0
ჩვენი მოჭიდავეები ძირითადად ოლიმპიურ ლიცენზიასაც კი ვერ იღებენ. ვინც წვალებით იღებს ლიცენზიას მერე სუფთად აგებს ტურნირზე .. ამ ყველფერთან ერთად დათუნაშვილი გააქციეს ქვეყნიდან.. აშკარა პროგრესია ფედერაციაში.. ფაქტობრივად ორნიშნა სპორტული (ეკონომიკური) ზრდა გვაქ…
რიგითი
21:03 06-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული