საბა საზონოვის "ტორინო" კიდევ ერთმა მცველმა დატოვა

AutoSharing Option
31 წლის შვეიცარიელი ფლანგის მცველი რიკარდო როდრიგესი, რომელიც გასულ სეზონში საბა საზონოვის "ტორინოში" ასპარეზობდა, კარიერას ლა ლიგის ბინადარ "ბეტისში" განაგრძობს.

გამოცდილი უკანახაზელი ესპანურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა.

გასულ სეზონში მან ტურინელთა ფორმა 37 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ტორინომდე" ის "ციურიხის", "ვოლფსბურგის", "მილანისა" და პსვ-ის ღირსებასაც იცავდა.

შეხსენებისთვის, ალესიო ბონჯორნოს შემდეგ როდრიგესი მეორე მცველია, რომელმაც ზაფხულში "ტორინო" დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა გუნდიდან ორი ძირითადი მცველი მიდის,დაცვის საიმედოობაზე კარგად ვერ იმოქმედებს.გადაწყობაა საჭირო და ამას აუცილებლად დრო დასჭირდება და კიდევ საკითხავია,ახალი მცველები,ძველ დონეზე შესძლებენ თუ ვერა,ასპარეზობას.ტორინო დაცვიდან თამაშობს და დაცვის შცვლა,.მთელი გუნდის თამაშსაც, სავარაუდოდ შეცვლის.
სოსო
23:15 06-08-2024
0

სიახლეები პოპულარული