ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი წარდგა. 

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 3:8 დამარცხდა. ლაშას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, თუ ნოვიკოვი ფინალში გავა.

სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე 97კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა.


მკითხველის კომენტარები / 28 /
ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ცემა ხომ კარგად შეგიძლიათ?!
0
გავიდა ბულგარელი ფინალში ასე რომ რეპეშაჟში გავიდა გობაძე!
გიორგი
21:26 07-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული