Оhtuleht-ის ცნობით, "ლევადიასა" და ესტონეთის ნაკრების ნახევარმცველს, მიკელ აინსალუს, დედამ უკრაინაში თამაში აუკრძალა.
აინსალუ 2020-2021 წლებში "ლვოვის" ღირსებას იცავდა, ახლა კი "ლევადიაში" ასპარეზობს. მან თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებას დედა უშლის:
"უკრაინული კლუბებისგან შემოთავაზება კიდევ მაქვს, მაგრამ დედამ მითხრა: "თუ იქ წახვალ, შენთან ურთიერთობა აღარ მექნება". ჯერ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთე.
შეთავაზება სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს. ბურთი "ლევადიას" მხარესაა, კლუბის გადასაწყვეტია, გამიშვებენ, თუ არა".
შეთავაზება სხვა ქვეყნებიდანაც მაქვს. ბურთი "ლევადიას" მხარესაა, კლუბის გადასაწყვეტია, გამიშვებენ, თუ არა".