ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლაშა გობაძე (87 კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.

შეგახსენებთ, გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 31 /
პარიზში მედლები თამაშთება 32სახეობაში!!! საქართველოს დელეგაციის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას მხოლოდ 10 სახეობაში!!! დარჩენილ 22 სახეობებში რა ხდება? არ ვითარდება!!!?
კოკო
19:57 08-08-2024
0
დათუნაშვილი საშუალო დონის მოჭიდავე იყო საერთაშორისო მასშტაბით სანამდე საქართველოში იყო. გააგდეს საქართველოდან და გახდა ვარსკვლავი. თავისუფალში და ძიუდოშიაც გვყვანან ემიგრანტები და ძირითადად გარბიან მესამე, მეოთხე ნომრები იქ კი მსოფლიო დონის ვარსკვლავები ხდებიან. ბატონებო, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მოგვიძველდა სპორტსმენების აღზრდის სისტემა? რატომ გვგონია რომ წარმატებული სპორტსმენი წარმატებული მწვრთნელი იქნება ყოველგვარი პედაგოგიკის სწავლის გარეშე? ბევრჯერ მაქვს დაწერილი და კიდევ ვიმეორებ ყაზახეთის კლასიკური ჭიდაობის ნაკრებს ათეულობით წელი წვრთნიდა პირველ თანრიგოსანი მოჭიდავე პსარევი და 24 მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გაზარდა.
ჟორა გაბრიჭიძე
19:45 08-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული