22 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე სამბისტმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57) ოქროს მედალი მოიპოვა.
ჩიდრაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში რუსი საიან ხერტეკი დაამარცხა.
ჩიდრაშვილი მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია.
მიმდინარე ტურნირზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა ამას გარდა, კიდევ ორი მედალი მოიპოვა: მინდია ლილუაშვილმა (68 კგ) ვერცხლი, ხოლო ბექა ბერულავამ - ბრინჯაო (82 კგ).
ფინალში დავით ლორიაშვილი (100 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) იჭიდავებენ.