23 ივნისს, მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ფინალში სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა (+100 კგ) ბელორუს იური რიბაკს 8:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა.
ბერძენიშვილმა ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით სერბ ვლადიმირ გაიჩს სძლია.
დღეს სამბისტთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე აგრეთვე ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) ავიდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), გეგა ჩირგაძემ (62 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიპოვეს.
ქართველმა სამბისტებმა ტურნირზე უკვე 11 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.