Guria Today: ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/www.guriatoday.ge/

ადგილობრივი გამოცემა "გურია თუდეის" ინფორმაციით, ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში ახალდაგებული იატაკი და ლეიბები წყალში ცურავს, კედლები და ჭერი ჩამორეცხილია და განადგურებულია რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების ინვენტარი. გამოცემა აღნიშნული დარბაზის ფოტოებსაც აქვეყნებს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელი დავით მჟავია "გურია თუდეისთან" განცხადებას აკეთებს საჭიდაო დარბაზში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც სახურავის შეცვლის პერიოდში გაწვიმებისას შეიქმნა:

"ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული, ახალდაგებული იატაკი წყალში ტივტივებს, კედლები და ჭერიც
ჩამორეცხილია და განადგურებული, ნადმვილი ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია, ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო,პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!"

გამოცემასთან საუბრისას ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ჭიდაობის განყოფილების ხელმძღვანელი კახა აფხაზავა ამბობს, რომ დამნაშავე ტენდერში მონაწილე კომპანიაა.

"რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე"- აღნიშნა აფხაზავამ.




მკითხველის კომენტარები / 2 /
ზარალის ანაზღაურება გაფუჭებულ ინვენტარს ვერ აღადგენს და ვერც უვარჯიშებლობითვდაკარგულ დროს.რემონტის პერიოდში ტატამი და სხვა ინვენტარი სადმე რომ შეეფარებინათ,მაგასაც ტენდერი უნდოდა?
სოსო
14 ივლისი 2019 10:55
0
გადაახდევინეთ მაგ უსირცხვილოებს მთელი ზარალი!!!...
არტაგი
14 ივლისი 2019 23:41
0

სიახლეები პოპულარული