15 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძემ (82 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
გობაძემ ფინალში აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი 5:3 დაამარცხა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე ლაშამ ამერიკელ ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩს 7:0, ჩინელ ჰაიტაი ქიანს 9:0 და უზბეკ ნურბეკ ჰაშიმბეკოვს 3:1 მოუგო.
დღეს მსოფლიოს ჩემპიონი აგრეთვე ნუგზარ წურწუმია (55 კგ) გახდა, გიორგი მელია (97 კგ) კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.