ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგრადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონტზე ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

აბულაძემ ენეს ბაშარი (თურქეთი), ოლეკსანდრ ჰრუშინი (უკრაინა) და სტეფან კლემენსი (საფრანგეთი) დაამარცხა, ფინალში კი მურად მამადოვს (აზერბაიჯანი) ბოლო ქულის უპირატესობით სძლია - 2:2.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეებიდან ლერი აბულაძის გარდა მედალს მხოლოდ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) დაეუფლა, ოლიმპიური ლიცენზია კი საქართველოს ნაკრებიდან ვერავინ ვერ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ერთი და სხვა მრავალი!!! მაგარი იყო
გილოცავ!
24 სექტემბერი 2023 21:40
1
პირველ ნაწილში გეთანხმები, წარმატებები და კიდევ ბევრჯერ მოგველოცოს ჩემპიონობა ქართველი სპორტსმენებისთვის, მაგრამ კაცურად, მაგარი რა იყო? 6 წუთის მანძილზე ერთი ილეთი არ გაუკეთებია და ჩემპიონი მხოლოდ უაზრო წესების წყალობით გახდა
ლუკა
25 სექტემბერი 2023 11:55
0

სიახლეები პოპულარული