სუმო. აკი ბაშო: ზედიზედ ოთხი მარცხი სტარტზე

AutoSharing Option
წელიწადზე მეტია ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ასეთი ცუდი სტარტი ბაშოზე არ ჰქონია - ქართველმა სუმოისტმა, რომელიც პირველი მაეგაშირაა, ზედიზედ 4 ორთაბრძოლა დათმო. ბოლოს მან ოძეკი გოეიდოსთან წააგო ოშიდაშის ილეთით.

ლევანს 0-4 ბალანსი აქვს და ახლა სეკივაკე მიტაკეუმის ხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.

წააგო ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), მას რიუდენმა იორიკირის ილეთით აჯობა. გაგამარუს 1-3 ბალანსი აქვს და ახლა იამაგუჩის ხვდება (2:1 ურთიერთშეხვედრებში).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადმინ ცოტა უფრო ფართოდ რომ გააშუქოთ სპორტის ეს სახეობა არ გინდათ??? დროულად და ყოველდღიურად რომ დაიდოს სტატიები, ვიდეობი განსაკუთრებით ტურნირის მიმდინარეობისას ვგულისხმობ რა თქმა უნდა. თქვენს კონკურენტ საიტებზე უკეთესად შუქდება და კარგი იქნება თქვენც თუ გაუმჯობესდებით ამ კუთხით, აღარ მოგვიწევს სხვადასხვა საიტებზე ინფოების მოძიება.
ketilis msurveli
16:51 13-09-2017
0

სიახლეები პოპულარული