სუმო. აკი ბაშო: ყველა უნდა მოიგოს

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოზე 8 დღის გასვლის შემდეგ პირველი მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) თითქმის გამოუვალ მდგომარეობაშია - თუ რეიტინგში უკუსვლა არ სურს, დარჩენილი შვიდივე ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

უქმეებზე მან ორი მარცხი განიცადა - წააგო სეკივაკე იოშიკაძესთან და მე-3 მაეგაშირა ონოშოსთან. ახლა ჩვენებურის ბალანსი 1-7-ია და იგი პირველ მაეგაშირა კოტოშოგიკუს ხვდება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს: 5:23 ურთიერთშეხვედრებში.

ბაშოზე სამი სუმოისტი ლიდერობს 7-1 ბალანსით: ოძეკი გოეიდო, ონოშო და მე-12 მაეგაშირა დაიშომარუ.

ძურიოს მე-7 ნომერ გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) 3-5 ბალანსი აქვს და იგი ჩიონოოს ხვდება
(5:2 ურთიერთშეხვედრებში).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული