ტოჩინოშინმა ყველაზე მძიმეწონოსანიც დაამარცხა! - იმპერატორის თასამდე ორი შეხვედრა რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
იაპონიაში "ჰაცუ ბაშოს" სუმოისტთა ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ნაწილს უახლოვდება და ორ დღეში იმპერატორის თასის მფლობელიც გამოვლინდება.

დღეს მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინი დოჰიომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ უფრო რეალური გახადა ჩემპიონობის შანსი. მან მნიშვნელოვან შეხვედრაში მონღოლი მძიმეწონოსანი იჩინოჯი დაამარცხა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების ბალანსი 11:5 გახადა.



ტოჩის მთავარი მდევარი მონღოლი კაკარიუ დღესაც დამარცხდა და უკვე ორი გამარჯვებით ჩამორჩება ქართველ სუმოისტს. ტოჩინოშინს 12 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს.

შემდეგი შეხვედრა
ტოჩინოშინს იაპონელ შოჰოზანთან ელის, ვისთანაც ქართველს ურთიერთშეხვედრების ბალანსი 10:5-ზე აქვს, თუ ტოჩი ამ შეხვედრას მოიგებს ერთი ტურით ადრე გაინაღდებს იმპერატორის თასს. საერთო ჯამში კი, 2 სატურნირო დღე დარჩა.

რანგით ქვედა ლიგაში დღეს იასპარეზა გაგამარუმაც (თეიმურაზ ჯუღელი), რომელიც მეისე ჩიკარასთან დამარცხდა. მას ჯამში 6 მოგება და 7 წაგება დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
რა ჯანი აქვს ამისთანა, თითქმის ყველა სუმოისტი აწია და გადადგა, :) გენაცვალე ძმაო მაგ ქართულ მებრძოლ სულში! ღმერთმა დაგლოცოს და გახაროს ისე, როგორც შენ ჩვენ გაგვახარე!
თენგო
29 იანვარი 2018 22:05
0
ჩემპიონია უკვე, დღესაც მოიგო და 13:1 ბალანსი აქვს
გიორგი
27 იანვარი 2018 12:20
0
გილოცაააააავთ ტოჩი ჩემპიონიააააააააა
mefe333
27 იანვარი 2018 12:06
0
ბულგარელის გარდა ესტონელ ბარუტოსაც აქვს იმპერატორის თასი მოგებულ.ასე რომ, გორგაძე არც პირველი ევროპელი იქნება და არც მეორე,თუ მოიგო.
თუ ასე გიყვართ სუმო და მუდმივ ინფორმაციას სთხოვთ საიტის ადმინისტრაციას,ეგ კი უნდა იცოდეთ.
kote
26 იანვარი 2018 17:39
7
ძირითადა ამ ტურნირს იაპონელი იგებსო ვერ დავეთანხმები, რადგან ბოლო 6-7 წელია მონღოლების ჰეგემონიით მიდის ხოლმე და წინა გამარჯბებულიც ლეგენდარული აკუჰო იყო. მაავე ეკუთვნის 66 წაუგებელი სერია. რაც შეეხება ლევანს, მართლაც საუცხოო ფორმაშია, როგორც ვატყობ შტანგაზე აქვს ნავარჯიშები, რაც მის ფიზიკურ ფორმაზე კარგად აისახა.
თორნიკე
26 იანვარი 2018 17:27
1
მიროსანს: ტექნიკა არ უვარგაო. შეხედე მის პროფილს. ბოლო წლის განმალობაში ბრძოლების 49% სხვა ტექნიკით აქვს მოგებული. იორიკირის გარდა. იოკოძუნებთან შანსი არა აქვსო, არა და ბოლო ბრძოლებში კისენოსატოს რეგულრალურად უგებს!
N
27 იანვარი 2018 06:27
0
ფიზიკურად ტოჩი ყოველთვის კარგად იყო...აი ტექნიკაში კი რა მოგახსენო...ამიტომაც სამწუხაროდ არამგონია ეს გამარჯვება რეგულარული წინსვლის საწინდარი იყოს...ფაქტიურად არცერთ იოკოძუნასტან შანსი არა აქვს ლევანს მწირი ტექნიკური არსენალის გამო...მარტო მიწოლით კი ფონს ვერ გავა...
მიროსან
26 იანვარი 2018 20:22
4
კი იმპერატორის ტურნირია...წელიწადში ექვსჯერ იმართება, ძალიან პრესტიჟულია მისი მოგება და უცხოელთაგან ანუ არაიაპონელთაგან რამოდენიმე რიკისია (სუმისტი) მხოლოდ გამარჯვებული. ეს გამარჯვება კი ნამდვილად ისტორიული იქნება საქართველოსთვის....ბრავო ლევანს
levan
26 იანვარი 2018 16:23
0
დიდი ხანია თვალი არ მიდევნებია და ჩვენს ტოჩინოშინს ფიზიკაში ძალიან მომატებული აქვს თუ მეჩვენება?
99.99% უეჭველი გამარჯვებულია თუმცა დაველოდოთ ხვალიდნელ შეხვედრას მაინც
დათო
26 იანვარი 2018 16:09
0
არ ვიცი და იქნებ ამიხსნათ, აქამდე ჩვენი სუმოისტები დადებით ბალანსს ძლივს აგროვებდნენ და ეს ის ტუნირია თუ სხვა რამეა და საუკეთესო დიდი ჩემპიონები არ მონაწილეობენ? არ ვაკნინებ ტოჩის წარმატებას უბრალოდ მიკვირს. წარმატებებს ვუსურვებ.
gio
26 იანვარი 2018 15:06
0
დამტვრეულები კი არ არიან წააგეს სასტარტო ბრძოლები და ტრავმები მოიმიზეზეს. კისენოსატამ განსაკუთრებით... ტიტულის დაკარგვის შეესINDA. ლევანი ახლა ორივეს გაცილებით იოლად მოუგებდა. გამიტყდა რომ ტურნირი დატოვეს.
irakli Apkhaidze
26 იანვარი 2018 23:11
0
ის ტურნირია. ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი არიან თუ არა, არ ვიცი – ვერ მივადევნე თვალი. გორგაძე საკუთარ თავს გადაახტა ფაქტიურად!
მენტორი
26 იანვარი 2018 16:01
0
ყველა გამოხმაურება
შენ გენაცვალე, ტოჩი! ხვალ (მაქსიმუმ ზეგ) იმპერატორის თასი ოფიციალურად საქართველოსი იქნება!
qomagi
26 იანვარი 2018 15:05
0
აქამდე რატო არაფერს წერდით სუმოზე ადმინისტრაციის გასაგონად ვიძახი და რაღაც უაზრო თემებს მიედმოედებით ხოლმე, იმპერატორის თასის კანდიდატი რომ გახდა ეხლა გაგახსენდათ? სირცხვილიაააა ხალხო სირცხვილი, აუცილებლად პოლიტიკური (ნაცი ან ქოცი) განცხადება უნდა ქონდეს ვინმეს გაკეთებული რო სტატია დაბეჭდოთ?
gogla82
26 იანვარი 2018 15:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული