1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

AutoSharing Option
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინს ძალიან ბევრი თასი გადაეცემა და დაჯილდოება ხვალინდელი ბრძოლის შემდეგ იქნება. თუმცა თასი არ არის მარტო, რაც ქართველმა მოიპოვა.

დავიწყოთ ფინანსური პრიზებით, ქართველი სუმოისტის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება. ეს დამოკიდებული იქნება იმ საიერარქიო ტიტულზე რაზეც დაწინაურდება. რაც შეეხება ერთჯერად პრიზს ეს 10 000 000 იენია, ქართულ ფულზე 230 000 ლარი.

ასევე მას გადაეცემა ძვირადღირებული საათი და მანქანა, რომელსაც ერთი წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება. თუმცა სუმოისტებს
წესების მიხედვით მანქანის ტარება ეკრძალებათ, შესაბამისად მის მანქანაზე მძღოლი დაჯდება, რომელიც აუცილებლად კლუბის წევრი უნდა იყოს.

ქართველს არც ალკოჰოლური სასმელები მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ. არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.

ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ტოჩინოშინს წინ ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სტუმრად წასვლა ღირს ტოჩისთან :D გილოცავ, წარმატებები კიდევ!
ქომაგი
27 იანვარი 2018 20:52
0
იაპონელებისათვის სუმო განსაკუთრებულია, ცხოვრების წესია, ახლა ნახეთ რამდენ იაპონელს დაარქმევენ ლევანს, ისე როგორც 100 000 იაპონელი შოთაა (გაცილებით მეტი ვიდრე საქართველოში), ჩოჩიშვილის საპატივსაცემოდ, ბოლო ორთაბრძოლში ლევანმა სწორედ ერთ-ერთ იაპონელ შოთას (ენდო) აჯობა. ძალიან დიდი საქმე გააკეთა ლევანმა იმპერატორის თასის მოგებით, იაპონელები მისდამი პატივისცემით საქართველოს კარგად გაიცნობენ. და არა მარტო იაპონელები, შედით youtube.com-ზე ნახეთ დაჯილდოების და სხვა ვიდეოები, კომენტარები, რამდენი უცხოტომელი ულოცავს (სამწუხაროდ გაცილებით მეტი ვიდრე საქართველოში)
vaxo
28 იანვარი 2018 20:42
3
შოთას ისტორია ქართული ლეგენაა, რომელიც რეალობისგან შორსაა. თავად სუმოისტებმაც ისაუბრეს ამ ფაქტზე და შოთა იაპონიაში ჩოჩიშვილის ჩასვლამდეც ბევრს ერქვა. ასევე სხვა ქართული სახელებიცაა იაპონიაში პოპულარული.
giorgi
11 აგვისტო 2018 13:22
0
ეს ჩამონათვალი წლევანდელი პრიზია და საგაისოდ კიდევ მოიგებს.
გიორგი
27 იანვარი 2018 21:00
3
ნუ ღადაობთ იმ ქვეყანაზე ვისაც სპორტსმენთა დაფასება შეუძლია, თუნდაც ერთი წლის საკვებით. თქვენს სუპერ ფეხბურთელებს მიხედეთ,ჯგუფიდანაც რომ ვერ გავა.
ნუღა
27 იანვარი 2018 20:48
3
გენაცვალე ტოჩი, მაგარი კაცი ხარ. ამ ღეებში ბევრი ვინერვიულე მაგრამ ღირდა. გაიხარე!!!
გიორგი
28 იანვარი 2018 00:23
0
საახალწლოდ სოციალურად რასაც იღებს მთელი საქართველო , იმაზე 5 ჯერ უკეთესი რამ მიიღო ტიპმა მარტო საკვების პონტში :D ვულოცავ ლევანს... დიდი სურვილი მაქვს რომ ჰაკუჰოს შეხვდეს და თანაც მოუგოს
ვახტანგი
27 იანვარი 2018 20:15
0
გილოცავთ ჩემპიონობას! ღმერთი შენსკენ, გაიხარე ისე, როგორც ქართველები გაგვახარე!
gio
27 იანვარი 2018 22:20
0
კიდევ ერთხელ ვულოცავ ლევანს! რაც შეეხება ჯილდოებს (თასების გარდა) დაახლოებით იმდენის მიცემა შეუძლიათ, რასაც ცხონებული იოკოძუნა სავლე მოიხმარდა, ანუ მდაბიურად რომ ვთქვათ შეჭამდა
vaxo
27 იანვარი 2018 20:36
2
სავლეს რო ეტაკეთ ჭამაში, ფულადზე რატო არაფერს ამბობთ? და თუნდაც ეგ საკვები რაციონით უზრუნველყოფა რა სამარცხვინოა? სიმოისტს რო სპეც კვება ჭირდება რაც არც თუ ისე იაფია ყველა საქმეში ჩახედულმა იცის...ასე რომ იკაიფეთ საკუთარ თავზე, ვისრე სხვას უკბენდეთ რაა...
მიროსან
28 იანვარი 2018 04:23
1
საამაყო ქართველი კაცი.
maia
28 იანვარი 2018 12:17
0
ბებიამისი მაგარი გახარებული იქნება :D
სუმოსქომაგი
27 იანვარი 2018 23:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული