1 წლის ნორმა ლუდი, 1 სული ძროხა... რა პრიზები ელოდება ტოჩინოშინს

AutoSharing Option
პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა.

ტოჩინოშინს ძალიან ბევრი თასი გადაეცემა და დაჯილდოება ხვალინდელი ბრძოლის შემდეგ იქნება. თუმცა თასი არ არის მარტო, რაც ქართველმა მოიპოვა.

დავიწყოთ ფინანსური პრიზებით, ქართველი სუმოისტის ხელფასი მკვეთრად გაიზრდება. ეს დამოკიდებული იქნება იმ საიერარქიო ტიტულზე რაზეც დაწინაურდება. რაც შეეხება ერთჯერად პრიზს ეს 10 000 000 იენია, ქართულ ფულზე 230 000 ლარი.

ასევე მას გადაეცემა ძვირადღირებული საათი და მანქანა, რომელსაც ერთი წლის ნორმა ბენზინი მოჰყვება. თუმცა სუმოისტებს
წესების მიხედვით მანქანის ტარება ეკრძალებათ, შესაბამისად მის მანქანაზე მძღოლი დაჯდება, რომელიც აუცილებლად კლუბის წევრი უნდა იყოს.

ქართველს არც ალკოჰოლური სასმელები მოაკლდება: 1 წლის ნორმა ბრინჯის ლუდსა და საკეს სპონსორი კომპანიები უზრუნველყოფენ. არაალკოჰულურებზეც არ ექნება საზრუნავი: 1 სული ძროხის წილი რძე და 1 წლის ნორმა კოკა-კოლასაც მიიღებს.

ასევე 1 სატვირთო მანქანით რძის პროდუქტები და 1 სული ძროხის ხორციც ელოდება. რა თქმა უნდა 1 წლის მარაგი ბრინჯიც არ მოაკლდება, ასევე მიიღებს 1 ტონა ბოსტნეულსა და ხილს. 100 000 ქლიავის ჩირი, 1 ტონა სოკო და კიდევ უამრავი პრიზიც ტოჩინოშინს წინ ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ცხვარი და ოციანი
ვეშაპო
27 იანვარი 2018 23:31
0
საააღოლ იაპონელები,საააღოოლ,ბარემ სოფლის მეურნეობის მინისტრად ან ტოკიოს ბაზრობის დირექტორად დაგენიშნათ :)))
ალექს
27 იანვარი 2018 20:08
11
ისე აჯობებს ფულად აქციოს ყველაფერი,ამ მოგებით მონაგარი, ამდენ ჩირს და სოკოს....რა შეჭამს და ჯანმრთელობას მიხედოს,იაპონიაში სუმოისტები საცდელი "ობიექტებია",უზომოდ ჭამისა და ყოფის თვალსაზრისით,იაპონელი ხალხის მიერ სიყვარულის,ყურადღების და მათი ბიძგითი-მიწოლითი "ძალის" მხრივ გაოცების მიუხედავად,მათდამი.
ღვთაებრივი ქარი.
28 იანვარი 2018 13:47
28
ეგენი სპონსორები არიან თუ მოგზავნილები ტოჩის გასასუქებლად, რომ იქით წელს ვეღარ მოიგოს?
შოთა
27 იანვარი 2018 20:04
5
ბრავო გალა
ოთო
27 იანვარი 2018 20:06
0
აბა გახსნის სურსათის მაღაზიას აწი
gia
27 იანვარი 2018 20:09
18
ძალიან კარგი ვულოცავ წარმატებებს, მაგრამ ჯანმრტელობისთვის ასეთი სისუქნე საშიში ხომ არ არის? აჯობებს პირველ რიგში თავს მიხედოს!
nana
12 მარტი 2018 10:13
0
გადაობთ თუ მართლა.ეს რა უბედურებაა?
bacho
27 იანვარი 2018 20:15
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული