რას წერენ Reuters და იაპონური გამოცემები ტოჩინოშინზე

AutoSharing Option
ტოჩინოშინის წარმატება იმპერატორის თასზე იაპონური და საერთაშორისო მედიის ეპიცენტრშია. ქართველის სენსაციური გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე ძალიან ბევრი გამოცემისთვის მოულოდნელი გამოდგა.

reuters.com: ტოჩინოშინი პირველი ქართველია, რომელმაც საახალწლო სუმოს გრანდიოზული ტურნირი მოიგო. მისი ნამდვილი სახელია ლევან გორგაძე. მან შეძლო მარცხის მიუხედავად, ეჯობნა იოკოძუნა კაკურიუსთვის და გაემარჯვებინა ჰაცუ ბაშოზე.

ის გეგმავდა სუმოდან წასვლას, რადგან მას მუხლის ტრავმა აწუხებდა. თუმცა მან შეძლო მიეღწია თავისი კარიერის კულმინაციისთვის და მოეგო ეს ტურნირი.

japantimes.co.jp: ტოჩინოშინმა, რომელიც მე-3 მაეგაშირაა, შეძლო ბრძოლით დაენგრია ტოკიოში რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზი.

იმის მიუხედავად, რომ
ტოჩინოშინს განაღდებული ჰქონდა გამარჯვება, ფინალური ბრძოლა ენდოსთან გამარჯვებით დაასრულა. ის არის "კასუგანოს" (კლუბი, რომლის წევრიც არის ტოჩინოშინი) ახალი გმირი, რომელმაც მიიღო საუკეთესო შემსრულებლის და ტექნიკის პრიზი.

the-japan-news.com: 46 წლის განმავლობაში პირველად ეს ტურნირი მოჭიდავემ მოიგო. ხალხი აღფრთოვანებულია იმით, რომ ეს ტურნირი მე-3 მაეგაშირამ მოიგო. უამრავი გულშემატკივარი ცდილობს, რომ ტოჩინოშინს ხელით შეეხოს და მიულოცოს ეს გამარჯვება.

კოკო ვორდი 42 წლის, ტოკიოში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ "კასუგანოს" გულშემატკივარია 20 წელია და ხშირად სტუმრობს სუმოს პრაქტიკების სანახავად.

როდესაც ტოშინოჩინმა გაიმარჯვა, ის მივარდა მის ავტობუსთან ავტოგრაფის მისაღებად. წარსულში მან შეძლო გადაეღო მასთან ფოტოები.

"ტოჩინოშინმა შეძლო ყოფილიყო საუკეთესო ოძეკთან და სხვადასხვა მაღალი დონის სუმოისტთან. ის სუმოს ძლიერი და კეთილშობილი მოჭიდავეა" - ამბობს გულშემატკივარი.

კიდევ ერთი გულშემატკივარი ტოკიკასის სახე საქართველოსა და იაპონიის დროშებით იყო მოხატული. ის მუშაობს ფირმაში, რომელიც ამზადებს ვიტამინებიან იოგურტებს და ეხმარება ხალხს დიდხანს ცხოვრებაში, ასევე, იგზავნება საქართველოში.

ფანი ამბობს: "ტოჩინოშინმა მადლობა მითხრა იმისთვის, რომ ჩვენი იოგურტი ეხმარება მის ხალხს კარგად ყოფნაში".

nhk.or.jp:
ქართველი მე-5 უცხოელია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. აქამდე მოგებული ჰქონდათ: ამერიკელს, ბულგარელს, ესტონელს და მონღოლს.

სანამ ის იაპონიაში ჩამოვიდოდა, მანამდე ფლობდა რუსულ საბრძოლო ხელოვნება "სამბოს".

reuters.com
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი კაცი ყოფილა ასე პატივით თუ ახსენებენ. მაგარი რომ არის კი დაამტკიცა. ღმერთმა კარგად ამყოფოა ამ ვაჟკაცია თამადობით, ვინც წინააღმდეგობას არ შეუშინდება და თავის ბრძოლასი კეთილშობილებაა არ თმობს!
ანდრი
30 იანვარი 2018 13:52
0
შენ გაიხარე და გამრავდლი შენს ჯიშში. გვიმრავლოს შენისსტანა ქარტველებბი!
რა ყოფილხარტ კაცო ეს გორგოძეები!!!
იმრავლოს ტქვენმა ჯიშმა ერტი ატასად!!!
გვეამაყებით!!!
:)
30 იანვარი 2018 16:52
0
გორგაძეა ეს კაცი. დანარჩენში გეთანხმები
lasha
30 იანვარი 2018 21:56
1
ტანში ჟრუანტელი მივლის,როცა ქართველის წარმატებას ვიგებ ხოლმე. უცხოურმა მედიამ ამათზე გაკეთოს ხოლმე აქცენტი და არა იმაზე,რომ ქართველები კრიმინალები ვართ. ქართველი სადაც არ უნდა წავიდეს და რამე მოინდომოს აუცილებლად გამოუვა. ქართველები ყოველთვის დიდ პატივს იმსახურებდნენ და ამის მიზეზი მარტო მისი პროფესია არ ყოფილა. გორგაძე,ფაჩულია და რაღა შროს წავიდე ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურე სამშვიდობო მისიებში. ძალიან კარგი ამბავია საქართველოსთვის და მთელი საქართველო ამაყობს ლევან გორგაძეთი
ქართველი
31 იანვარი 2018 09:03
0
მადლობა ლევან დიდი სიხარული გვაჩუქე---მაგრამ ერთს გთხოვთ ძნელია მაგრამ მაინც ვწერ შენ ეხლა ცნობილი კაცი ხარ იაპონიაში ---ეგებ ვინმე სპონსორი ჩამოგვიყვანო იაპონიიდან---თუნდაც ავტო ბანის აშენებაზე--ხაშური- ზესტაფონი--არა და ბიჭო ამოვწყდებით მაგ გზაზე---დ სასურველი იქნებოდა მაგ ავტო ბანს შენი სახელი დარქმეოდა......
ემიგრანტი
31 იანვარი 2018 13:24
0
ნამდვილად ამაყები ვართ ქართველები დღეს, გვიმრავლოს ასეთი გმირები !
nino
02 თებერვალი 2018 10:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული