სიყვარულის ისტორია - 10 საინტერესო ფაქტი ტოჩინოშინის შესახებ

AutoSharing Option
ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ის ადამიანია, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია საქართველოში და არამარტო. მასზე საუბრობენ იაპონიაში, მონღოლეთში და ყველგან, სადაც სუმო უყვართ.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ლევან გორგაძის შესახებ.

10. ლევან გორგაძე 1987 წელს მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში დაიბადა.

9. ქართველი სუმოისტი 177 კილოგრამია და 1.92 სანტიმეტრია სიმაღლეში.

8. თავიდან ლევანი ძიუდოზე დადიოდა. გორგაძე 18 წლის ჭაბუკთა შორის მსოფლიოს სუმოისტთა ტურნირზე მოხვდა. შემდეგ ლევან ცაგურიამ, იგივე კოკაიმ ტოჩინოშინი და გაგამარუ დაარწმუნა, რომ თუ სპორტის ამ სახეობაში დარჩებოდნენ, წარმატებას მიაღწევდნენ.

Sportall.Ge

7.
ტოჩინოშინს მაქსიმალური წოდება რაც აქვს მიღებული - სეკივაკეობაა. ის 2016 წელს მიიღო, თუმცა განვითარების საშუალება არ მიეცა, რადგან ტრავმებმა შეაწუხა და დაქვეითდა. იმპერატორის თასის მოგების შემდეგ, დიდი ალბათობით, ქართველი ამ წოდებას დაიბრუნებს, ამაზე მაღალი წოდებები კი ოძეკი და იოკოძუნაა.

Sportall.Ge

6. ტოჩინოშინისთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის. მას 3-ჯერ ჯურიო ლიგა აქვს მოგებული (მე-2 ლიგა) და 2-ჯერ მაკუშიტა ლიგა (მე-3 ლიგა).

Sportall.Ge

5. სუმოში ასეთი წესია - კლუბში რომ ახალი წევრი შეჰყავთ,­ სახელს პრეზიდენტი­ არქმევს. ტოჩინოშინი ქართულად ითარგმნება, როგორც გული.

Sportall.Ge

4. ტოჩინოშინი თავის ქორწილს ასე იხსენებს:

"მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში­ ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია­ მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადა­ვწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყ­ვანე იაპონიაში. ქორწილი ტოკიოში გადავ­იხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...

იაპონიაში ოცამდე ქართველი­ თუ ვიქნებით. ყველა დავპატიჟე. ცერემონია 3 საათს­ გაგრძელდა. საქართველოში რომ მოვილხენთ ხოლმე ცეკვებითა და თამადის გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით, აქ ასე არ იციან. ვიჯექი მორჩილად, ლუკმაც არ ჩამიდია პირში, თუმცა, ცერემონია რომ დასრულდა, ახლობლებთან ერთად მამაპაპურად მოვილხინეთ."

Sportall.Ge

3. ტოჩინოშინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამდე გეგმავს სუმოში ასპარეზობას, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, რამდენად შეეძლება ბრძოლაში მონაწილეობა.

Sportall.Ge

2. სუმოისტებს სპეციალური ვარცხნილობა აქვთ და მაშასადამე, ტოჩინოშინსაც. თუ ის რაიმე წესს დაარღვევს ან სუმოს თავს დაანებებს, თმებს შეჭრიან. ასევე, კიდევ ერთი ტრადიციის მიხედვით, ლევანს სუმოს ტურნირებზე მეუღლის წაყვანა ეკრძალება. შესაბამისად, მის მეორე ნახევარს ტელევიზორში უწევს ლევანის წარმატებების ყურება.

Sportall.Ge

1. ტოჩინოშინს იმპერატორის თასის გამარჯვების შემდეგ მანქანა და ერთი წლის მარაგი ბენზინი გადაეცა, თუმცა სუმოისტებს მანქანის ტარება ეკრძალებათ და სანამ კარიერას თავს არ დაანებებს, საჭესთან ვერ დაჯდება. მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მძღოლი, რომელიც აგრეთვე აუცილებლად უნდა იყოს კლუბის წევრი. სხვა შემთხვევაში ესეც სუმოს წესების დარღვევაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული