ტოჩინოშინმა იაპონიაში 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა და კიდევ ერთი ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ ტელეკომპანია "ფუჯი TV"-ის მიერ გამართულ ერთდღიან, კომერციულ ტურნირში გაიმარჯვა.

შეჯიბრება სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში გაიმართა და ოლიმპიური სისტემით ჩატარდა.

1/6-ფინალში გორგაძემ გამოცდილი იაპონელი რიკიში, იკიოი ჩამოიშორა გზიდან.

1/8-ფინალში კი სუმოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი, 40-გზის ჩემპიონი, მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა.


1/4-ფინალში ტოჩიმ იაპონელთა იმედი, ჰოკუტოფუჯი გამოთიშა ასპარეზობას, რომელმაც სხვათა შორის, ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა უწია ჩვენებურს ამ ტურნირზე. ნახევარფინალში ლევანმა კიდევ ერთ გამოცდილ იაპონელ სეკიტორს, ოკინოუმის სძლია.

ფინალურ შეხვედრაში, უკანასკნელი რამდენიმე ბაშოს უცვლელ სეკივაკეს, მონღოლ ტამავაშის მოუგო და ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა!

აღსანიშნავია, რომ ტოჩიმ ამ ტურნირზე თავისი საფირმო და იაპონელთა მიერ ყველაზე პატივსაცემი, კლასიკური სუმო იჭიდავა და 5-ივე ორთაბრძოლაში იორიკირის ილეთით იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
დიდება ლევანს!!!!!!!!!!!!!!!! მუდამ გადიდებს სამშობლო სულ ეხსომები ლევანი სანამდის საქართველოში იწურებოდეს მტევანი .......
ემიგრანტი
12 თებერვალი 2018 14:40
2
ბრავო, მაგარი ხარ ლევან!
აკაკი
12 თებერვალი 2018 14:30
0
რა შეაჭმევს ამდენ ბრინჯს და სოკოს
izi
12 თებერვალი 2018 14:28
17
ბრავო ლევან, ყალიბდება ერთ-ერთ ლიდერად, ადრე ამ ტურნირის ფინალში აქვს ნაჭიდავები ბარუტოსთან. ეს ტურნირიც პირველად მოიგო, იანვრის ბაშოდან ჰაკუჰო დაემალა, მარა აქ აუგო წესი. ძაან მაგარია!!!
irakli apkhaidze
12 თებერვალი 2018 14:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული