ტოჩინოშინმა ჰატსუ ბაშო მე-3 მაეგაშირას ტიტულით მოიგო და მეორედ დაეუფლა სუმოს იერარქიაში რანგით მე-3 წოდებას. მანამდე ის 2016 წლის ზაფხულში იყო სეკივაკე, თუმცა შემდეგ ტრავმების გამო ამ წოდების დათმობა მოუწია. აღმოსავლეთ დივიზიონში სეკივაკე კვლავ მიტაკეუმია.
სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდება არის ოძეკი, რაც საკმაოდ რეალურია იმ შემთხვევაში, თუ ლევან გორგაძე კვლავ ასე წარმატებულად გააგრძელებს ასპარეზობას.
ჯურიო
შემდეგი ბაშო 11 მარტს ოსაკაში დაიწყება, რისთვისაც ქართველი სუმოისტები უკვე აქტიურად ემზადებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (იგივე ტოჩინოშინი) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ტოჩინოშინს სახელმწიფო ჯილდო მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა. მან ეს პატივი იანვრის ბაშოზე იმპერატორის თასის მოგებისთვის დაიმსახურა.
აღნიშნული ჯილდო რამდენიმე წლის წინ ქართული სუმოს პიონერსა და ფუძემდებელს, ლევან ცაგურია-კოკაისაც აქვს მიღებული.