ტოჩინოშინმა სეკივაკეს ტიტული და ღირსების ორდენი მიიღო

AutoSharing Option
26 თებერვალს ოფიციალურად განახლდა სუმოს ბანძუკეს რეიტინგი, სადაც დასავლეთის განთესვით ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე მოსალოდნელ წოდებაზე დაწინაურდა. კერძოდ, ქართველი მარტის ბაშოზე სეკივაკეს ტიტულით იასპარეზებს.

ტოჩინოშინმა ჰატსუ ბაშო მე-3 მაეგაშირას ტიტულით მოიგო და მეორედ დაეუფლა სუმოს იერარქიაში რანგით მე-3 წოდებას. მანამდე ის 2016 წლის ზაფხულში იყო სეკივაკე, თუმცა შემდეგ ტრავმების გამო ამ წოდების დათმობა მოუწია. აღმოსავლეთ დივიზიონში სეკივაკე კვლავ მიტაკეუმია.

სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდება არის ოძეკი, რაც საკმაოდ რეალურია იმ შემთხვევაში, თუ ლევან გორგაძე კვლავ ასე წარმატებულად გააგრძელებს ასპარეზობას.

ჯურიო
ლიგაში მცირე წინსვლა აქვს გაგამარუს. კერძოდ, დასავლეთის მხარიდან აღმოსავლეთში გადაიყვანეს.

შემდეგი ბაშო 11 მარტს ოსაკაში დაიწყება, რისთვისაც ქართველი სუმოისტები უკვე აქტიურად ემზადებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (იგივე ტოჩინოშინი) ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ტოჩინოშინს სახელმწიფო ჯილდო მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის, პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა. მან ეს პატივი იანვრის ბაშოზე იმპერატორის თასის მოგებისთვის დაიმსახურა.

აღნიშნული ჯილდო რამდენიმე წლის წინ ქართული სუმოს პიონერსა და ფუძემდებელს, ლევან ცაგურია-კოკაისაც აქვს მიღებული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
იოკოძუნობამდე მიგეღწიოს ლევან!
b-52
21:44 26-02-2018
0
ჩინ-მენდლები კაიაა, მაგრამ ფული მიეცით უფრო მეტი უკეთესი იქნება, მარტო მენდლები რა არის?!
VAsili
17:24 26-02-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული