ტრავმიანმა ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს სტარტი აიღო ჰარუ ბაშოს ტრადიციულმა ტურნირმა და პირველ ბრძოლაში ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ბაშოზე იაპონელი მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც ლევანმა იორიკირით სძლია. საერთო ჯამში ტოჩის მასთან 16 შეხვედრა აქვს გამართული და ბალანსი - 9:7-ია.

შეგახსენებთ ტოჩინოშინს მარცხენა ფეხზე ბარძაყის კუნთი ნაწილობრივ გაუწყდა და მთელი ტურნირი გამაყუჩებლების თანხლებით მოუწევს ასპარეზეობა.

ჯურიო დივიზიონში (რანგით მეორე) გაგამურუს პირველი მეტოქე ჯურიოს დივიზიონის მე-6 ნომერი, იაპონელი ჩიონოო იყო, რომელიც ძალიან მარტივად დაამარცხა და პირად შეხვედრებში ბალანსი 7:4 გახადა.

მეორე ტურში ლევანის პირისპირ მონღოლი 1-ლი
მაეგაშირა ტამავაში დადგება, რომელიც დასავლეთის სეკივაკეს პოზიციიდან სწორედ ტოჩინოშინმა ჩამოაქვეითა და თავად დაიკავა მისი ადგილი. მასთან პირად შეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს ლევანს - 14:6. ტამავაშიმ დღეს ოძეკი გოეიდო ოშიდაშით დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 6 /
აი როგორი სტკივა ფეხი, მაგრამ აიღო და გადადგა. გენაცვალე ტოჩი, მეორე ბაშო უნდა დადო! ჯერ ოძეკი და მერე იაკუძუნა უნდა გახდე! მთელი საქართველო შენტანაა
გენაცვალე
13:27 11-03-2018
0
ამ კაცს რომ ვუყურებ ყოველთვის სიამაყით მევსება გული,რომ ქართველი ვარ.ღმერთმა ბევრი მოგვცეს ასეთი ქართველები.
zas.
13:51 11-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული